სიახლეები

იმერული დერბი თასის ფინალში

საქართველოს თასი
გაუზიარე

1 ნოემბერს, საქართველოს დავით ყიფინის სახელობის თასის ნახევარფინალური ეტაპის მატჩები გაიმართა.

საჩხერის „ჩიხურა“ ხონის „იმერეთს“ დაუპირისპირდა და მეტოქე დამაჯერებელი ანგარიშით - 5:0 დაამარცხა. შეხვედრა საჩხერელთა სრული უპირატესობით წარიმართა და სოსო ფრუიძის გუნდმა ფინალის საგზური ზედმეტი დაძაბულობის გარეშე მოიპოვა. ანგარიში მე-14 წუთზე გაიხსნა, ლაშა ჩიკვაიძის ჩაწოდების შედეგად თავური დარტყმით ლევან კაკუბავამ გაიტანა. შეხვედრა საჩხერელთა შეტევებით გაგრძელდა და პირველი ტაიმის დასრულებამდე „ჩიხურამ“ სამბურთიანი უპირატესობა მოიპოვა. 24-ე წუთზე ანგარიში ორამდე დიმიტრი ტატანაშვილმა გაზარდა, 36-ეზე კი, მიშიკო სარდალიშვილმა მოახერხა მეტოქოს კარის აღება. მეორე ნახევარი შედარებით დაბალ ტემპში წარიმართა, საჩხერელები აღარ აქტიურობდნენ და თამაში ძირითადად ცენტრში მიმდინარეობდა. მიუხედავად მატჩის ასეთი მსვლელობისა, შეხვედრის მიწურულს „ჩიხურამ“ კიდევ ორჯერ გაიტანა. 78-ე წუთზე მიშიკო სარდალიშვილმა საკუთარი გუნდი სწრაფი კონტრიერიში დაასრულდა, 88-ეზე კი, დიმიტრი ტატანაშვილმა დუბლი შეასრულა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ტრადიციულად დაძაბული და საინტერესო გამოდგა ქართული დერბი. ქუთაისის „ტორპედომ“ საკუთარ „რამაზ შენგელიაზე“ თბილისის „დინამოს“ უმასპინძლა და ფინალის საგზური მძიმე ბრძოლაში მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ ორივე გუნდმა საკმაოდ ბევრი სახიფათო მომენტი შექმნა მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო გატანილი გოლები გარეშე 0:0 დასრულდა. ტორპედოელთა მხრიდან გოლის გატანის კარგი შანსები  თორნიკე კაპანაძესა და გიორგი კუხიანიძეს ჰქონდათ. დინამოელთა მხრიდან კი, ბექა ქავთარაძისა და ლაშა ქოჩლაძის მომენტების გამორჩევა შეიძლება. საბოლოოდ პრინციპული დაპირისპირების ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა. 11-მეტრიანები უკეთ ქუთაისელებმა შეასრულეს და ანგარიშით 5:4 მოიგეს. შეგახსენებთ, რომ ქუთაისის „ტორპედო“ საქართველოს თასის ფინალში ზედიზედ მეორედ იასპარეზებს. გასულ სეზონში კახაბერ ჩხეტიანის გუნდი დავით ყიფიანის სახელობის თასისთვის მარტვილის „მერანს“ დაუპირისპირდა და მეტოქე 2:1 დაამარცხა.

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 2017 წლის გათამაშების ფინალური შეხვედრის მასპინძელი ქალაქი და თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

იმერეთი - ჩიხურა 0:5

მარტვილი, „მურთაზ ხურცილავა“

იმერეთი: ჯოხაძე, ლობჟანიძე, გაბუნია, კოხრეიძე (64’ აშვეთია), საღარეიშვილი, ხმელიძე (83’ ძაძამია), სულაძე, ხანთაძე (46’ კუხალაშვილი), ხელაძე, ნიკურაძე, მანაგაძე

სათადარიგო შემადგენლობა: ფანცულაია, უგულავა

მთავარი მწვრთნელი: დათო ჭელიძე

ჩიხურა: ჰამზიჩი, მირცხულავა, გაბედავა, სარდალიშვილი,
ორიფაძე, ტატანაშვილი, კაკუბავა (59’ ფონიავა), ივანიშვილი, ჩიკვაიძე, დობროვოლსკი (59’ განუგრავა), გორგიაშვილი (74’ ცხადაძე)

სათადარიგო შემადგენლობა: მწყერაშვილი, გრიგალაშვილი, ლექვთაძე, დეკანოიძე

მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

მსაჯები: გ. კიკაჩეიშვილი, ზ. ფიფია, ლ. თოდრია, ჯ. ხორავა, ბ. ნინუა, ი. კვირიკაშვილი

გოლები: 0:1 კაკუბავა (18), 0:2 ტატანაშვილი (23), 0:3 სარადალიშვილი (36), 0:4 სარდალიშვილი (78), 0:5 ტატანაშვილი (88)

მატჩის ჩანაწერი


ტორპედო - დინამო თბ 0:0 (დ.დ 0:0; პენ. 5:4)

ქუთაისი, „რამაზ შენგელია“

ტორპედო: კვასხვაძე, ტაბატაძე, ხურცილავა, მამასახლისი (80’ გიგაური), კაპანაძე (74’ ბერიაშვილი), კუხიანიძე, ფალავანდიშვილი (104’ ბაბუნაშვილი), გურული, უტალია, დოლიძე, ქიმაძე

სათადარიგო შემადგენლობა: ქვილითაია, ჭიჭინაძე, კორობკა, კვირკვია

მთავარი მწვრთნელი: კახაბერ ჩხეტიანი

დინამო თბ: ლიტოვჩენკო, თოთაძე, გეგეჭკორი, ქარდავა, ზარია (68’ ქოჩლაძე), კიტეიშვილი, მიქელთაძე (62’ კვარაცხელია), შულაია, სალუქვაძე, კობოური, ქავთარაძე

სათადარიგო შემადგენლობა: რევიშვილი, მიშენკო, კუცია, ნინუა, გადრანი

მთავარი მწვრთნელი: კახაბერ კაჭარავა

მსაჯები: გ. ვადაჭკორია, ლ. ვარამიშვილი, ზ. მენთეშაშვილი, დ. სანოძე, გ. ვარდიძე, შ. ქუხილავა

გაფრთხილება: 17’ ხურცილავა, 35’ კობოური, 47’ ზარია, 52’ ფავალდიშვილი, 72’ კვასხვაძე, 90+2’ შულაია, 119’ გიგაური

მატჩის ჩანაწერი

ფოტო - www.fctorpedo.ge