სიახლეები

ფიფას რჩეულები ლონდონში დაჯილდოვდნენ

სფფ
გაუზიარე

23 ოქტომბერს ლონდონში ფიფას ვერსიით, 2017 წლის საუკეთესო ფეხბურთელებისა და მწვრთნელების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. წლის ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს გამოკითხვაში გულშემატკივრებთან და მედიასთან ერთად, ტრადიციულად, ეროვნული ნაკრებების მთავარი მწვრთნელები და გუნდის კაპიტნები მონაწილეობდნენ. ღონისძიებას ლონდონში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი დაესწრო.

წელს საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვლადიმირ ვაისისა და გუნდის კაპიტნის ჯაბა კანკავას რჩეულთა სამეული ასე გამოიყურება: 

ვლადიმირ ვაისი

წლის საუკეთესო მწვრთნელის ნომინანტები:
1. ზინედინ ზიდანი, 2. ანტონიო კონტე, 3. ჟოზე მოურინიო

წლის საუკეთესო ფეხბურთელი:
1. ლიონელ მესი, 2. კრიშტიანუ რონალდუ, 3. ლუკა მოდრიჩი

ჯაბა კანკავა

წლის საუკეთესო მწვრთნელის ნომინანტები:
1. ზინედინ ზიდანი, 2. დიეგო სიმეონე, 3. პეპ გვარდიოლა

წლის საუკეთესო ფეხბურთელი:
1. კრიშტიანუ რონალდუ, 2. ლიონელ მესი, 3. ნეიმარი

ფიფას გამოკითხვაში საუკეთესო ფეხბურთელი ზედიზედ მეორედ მადრიდის "რეალის" პორტუგალიელი ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ გახდა. საუკეთესო მწვრთნელად მსოფლიოს საფეხბურთო საზოგადოებამ მადრიდის "რეალის" ფრანგი სპეციალისტი ზინედინ ზიდანი დაასახელა. მსოფლიოს საუკეთესო ქალი ფეხბურთელის ჯილდო ჰოლანდიელ ლიეკე მარტენსს ერგო. საუკეთესო ქალ მწვრთნელად კი, ასევე ჰოლანდიელი, სარინა ვაიგმანი დასახელდა. ლონდონის "პალადიუმის" დარბაზში რვა ნომინაციაში გამარჯვებულებთან ერთად, წლის საუკეთესო მოთამაშეებისგან დაკომპლექტებული გუნდიც დასახელდა.