სიახლეები

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მე-10 სეზონის პრეზენტაცია ბილტმორში გაიმართა

მასობრივი ფეხბურთი
გაუზიარე

18 ოქტომბერს, სასტუმრობილტმორში“, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2017/18 .. რიგით მეათე სეზონის ოფიციალური პრეზენტაცია და მონაწილე გუნდების წილისყრა გაიმართა. საიუბილეო  სეზონის  გახსნას  სპორტისა და  ახალგაზრდობის  მინისტრი  ტარიელ  ხეჩიკაშვილი,   სფფ-ის  გენერალური მდივანი დავით  მუჯირი,   ფეხბურთის  ფედერაციის  ვიცე-პრეზიდენტი  ალექსანდრე  იაშვილი და ფეხბურთის განვითარების ფონდის პრეზიდენტი ზაზა დოლიძე ესწრებოდნენ.

საიუბილეო გათამაშება, ექვსი სხვადასხვა ლიგის, სამოცამდე მონაწილეს გააერთიანებს.

სეზონი სტარტს 29 ოქტომბერს აიღებს - პირველი ტურის შეხვედრებს სუპერლიგისა და ვერცხლის ლიგის გუნდები გამართავენ, 5 ნოემბერს კი ჩემპიონატში ოქროს და ბრინჯაოს ლიგის მონაწილეები ჩაებმევიან.

ერთ წრედ გამართული რეგულარული სეზონის შემდეგ, პლეი-ოფებში ასპარეზობას 8-8 გუნდი განაგრძობს, სადაც მომდევნო ეტაპზე გამსვლელის ვინაობა ორი მოგების შედეგად გაირკვევა.

განსხვავებული ფორმატით ჩატარდება მეათე სეზონის თასის გათამაშება - წრიული ეტაპის დასრულების შემდეგ, სუპერლიგის, ოქროს და ვერცხლის ლიგის 30 მონაწილესთან ერთად, ბრმა წილისყრაში მონაწილეობას ბრინჯაოს ლიგის ორი საუკეთესო გუნდიც მიიღებს. პირველი ეტაპის, 1/16 ფინალური შეხვედრები გაზაფხულზე გაიმართება.

გაზაფხულიდან დაიწყება საკვალიფიკაციო ლიგა 1-სა და ლიგა 2- გათამაშებაც, სადაც პლეი-ოფს მიღმა დარჩენილ გუნდებთან ერთად, დებიუტანტები იასპარეზებენ. 2017/18 წ.წ სეზონის ჩემპიონატის თამაშებს თბილისის ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს.

„მსგავსი  პროექტები  ქვეყანაში  ფეხბურთის  განვითარებას  უწყობს  ხელს.  ფეხბურთის  ფედერაცია,  კომპანია SBM-თან  ერთად   ფუტსალის  ლიგის ორგანიზატორია, 2017-2018 წლის  სეზონსაც ერთობლივად ჩავატარებთ. სასიხარულოა, რომ SBM-ის  მიერ ჩატარებული  ჩემპიონატები  სამაგალითოა. კერძო სექტორი კი,  რომლებიც  ფეხბურთის  განვითარების   ხვალინდელი  დღეა,  ჩართულები  არიან  ისეთ ჩემპიონატში, როგორიც ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაა,“- აღნიშნა დავით მუჯირმა 

 წილისყრის  შედეგად გაირკვა ჩემპიონატის კალენდარიპირველ ტურში გუნდები შემდეგანირად დაწყვილდნენ:

29.10.2017  სუპერლიგა. I ტური.

კსუ/CIU - ტვ იმედი

თსუ-FC UG

მფკ ნატახტარი - სფფ

მაუდი - აჭარა

სკ თელავი - FC PSP

 

29.10.2017 ვერცხლის  ლიგა.  I ტური

სდსს - GEO HOLDING

ეთა - ლიბერთი  ბანკი

საქართველოს  ბანკი - თბილისის  მერია

RS - ენერგო პრო

ავერსი - ელიტა  ბურჯი

 

05.11. 2017 ბრინჯაოს  ლიგა.  I  ტური

კროკობეთი - ნაბეღლავი

დელუქსი : ტერაბანკი

ხალიკ ბანკი : ბილტმორი

ინსტა - McGill

M2 - ევროპაბეთი

FC VIVUS.GE - კრედო

 

  05.11.2017 ოქროს  ლიგა I  ტური

TTC - არმია

საქ. ფოსტა - სფფ 2

პატრული - GWP

ბაქსვუდი - ვითიბი

ნატახტარი - PSP.