სიახლეები

ლაგოდეხმა ვახტანგ რეხვიაშვილის სახელობის ბავშვთა საფეხბურთო ტურნირს უმასპინძლა

მასობრივი ფეხბურთი
გაუზიარე

15 ოქტომბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ლაგოდეხის ბაზამ ვახტანგ რეხვიაშვილის სახელობის ბავშვთა საფეხბურთო ტურნირს უმასპინძლა, რომელშიც კახეთის რეგიონის საფეხბურთო სკოლების ბავშვთა გუნდები მონაწილეობდნენ.

გათამაშებაში 200-ზე მეტი ახალგაზრდა ფეხბურთელი ჩაერთო. ტურნირს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, გენერალური მდივანი დავით მუჯირი და პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე დაესწრნენ. ფინალში გამარჯვება ლაგოდეხის ბავშვთა საფეხბურთო გუნდმა - „რანმა“ მოიპოვა.

გამარჯვებული და ფინალისტები ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა დააჯილდოვეს. სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ გათამაშების გამორჩეული მოთამაშეებიც.