სიახლეები

გურიაში ბორის პაიჭაძის სახელობის ბავშვთა საფეხბურთო ტურნირი ჩატარდა

მასობრივი ფეხბურთი
გაუზიარე

12 ოქტომბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები გურიას ესტუმრნენ. ჩოხატაურის ბორის პაიჭაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის ბორის პაიჭაძის ბიუსტი საზეიმოდ გაიხსნა. ცერემონიას ქართული ფეხბურთის ვეტერანი ვარსკვლავები და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

ამავე დღეს, ბორის პაიჭაძის სახელობის ბავშვთა საფეხბურთო ტურნირის ფინალი გაიმართა. გათამაშებაში 2004-2005 წელს დაბადებული ფეხბურთელებისაგან დაკომპლექტებული ჩოხატაურის, ლაჩხუთისა და ოზურგეთის გუნდები მონაწილეობდნენ. ტურნირის პირველობა ლანჩხუთის „გურიამ“ მოიპოვა. 

გურიის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებით,  ტურნირი , რომელიც წელს პირველად ჩატარდა, ტრადიციად იქცევა და მომავალი წლიდან გათამაშებაში სხვა რეგიონებიც ჩაერთვებიან.