6 ოქტომბერს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეცხრე შეხვედრა უელსის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართა. მატჩი უელსელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი 49-ე წუთზე შორეული დარტყმით ტომ ლოურენსმა გაიტანა.
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო, მეათე შეხვედრას ჩვენი გუნდი სტუმრად სერბეთის წინააღმდეგ გამართავს. საქართველოს ეროვნული ნაკრები ბელგრადში 8 ოქტომბერს ჩარტერული რეისით გაემგზავრება. სერბეთისა და საქართველოს მატჩი 9 ოქტომბერს ბელგრადში ჩატარდება.
ჩვენს ჯგუფში კიდევ ორი შეხვედრა გაიმართა: ავსტრია - სერბეთი 3:2, ირლანდია - მოლდოვა 2:0.
საქართველო - უელსი 0:1
თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენა“
საქართველო: ლორია, კაშია, კვერკველია, კანკავა, ყაზაიშვილი, კვეკვესკირი (76’ ჯიღაური), ქვილითაია (76’ სხირტლაძე), გვილია (89’ ხოჭოლავა), მერებაშვილი, კაკაბაძე, ნავალოვსკი
სათადარიგო შემადგენლობა: მაკარიძე, კვასხვაძე, ლობჟანიძე, კიტეიშვილი, დვალიშვილი, ჭანტურია, დვალი, ჰუფნაგელი, აბურჯანია
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი
უელსი: ჰენესი, განტერი, ჩესტერი, ე. უილიამსი, ალენი, კინგი, რემსი, ლედლი (82’ ედვარდსი), ლოურენსი (90+1’ ვუდბარნი), ვოუქსი (74’ რობნსონ-კანუ)
სათადარიგო შემადგენლობა: ვარდი, მაქსველი, ბრედშოუ, ბრუქსი, ამპადუ, ლოქიერი, ჯ. უილიამსი, ჰეჯისი
მთავარი მწვრთნელი: კრის კოულმენი
მსაჯები: ხესუს ჟილ მანსანო (ესპანეთი), ანხელ ნევადო როდრიგესი (ესპანეთი), ხუან იუსტე (ესპანეთი), კარლოს დელ სერო (ესპანეთი)
გაფრთხილება: 55’ ლოურენსი
გოლი: 0:1 ლოურენსი (49)
ეროვნული ნაკრები
გაუზიარე