სიახლეები

21-წლამდელები დანიასთან დამარცხდნენ

გაუზიარე

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა მეორე მატჩი ჩაატარა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში და სტუმრად დანიასთან 2:5 დამარცხდა.

მასპინძლებმა თავიდანვე შეძლეს დაწინაურება, რასაც საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა სათანადოდ ვერ უპასუხა. გოლები ქართველებმა მეორე ტაიმში, 83-ე და 85-ე წუთებზე გაიტანეს. თავი ორივეჯერ ბექა მიქელთაძემ გამოიჩინა. ჯერ აკაკი შულაიას პასით, მერე კი - გიორგი ჩაკვეტაძის.

კუპატაძე, შულაია, ტაბიძე, მარგველაშვილი, ნადარაია, მოხევიშვილი (ბაშალეიშვილი 79), ხარაიშვილი, ჩაკვეტაძე, ზარანდია (არველაძე 54), ბერიძე (მიქელთაძე 69), არაბიძე.

მომდევნო მატჩს გია გეგუჩაძის გუნდი 10 ოქტომბერს სტუმრად ფარერებთან ჩაატარებს.1-წლამდელები დანიასთან დამარცხდნენ