სიახლეები

ამპუტანტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი შეხვედრა გამართა

ფუტსალი
გაუზიარე

2 ოქტომბერს თურქეთის ქალაქ სტამბულში სტარტი აიღო ევროპის 2017 წლის ჩემპიონატმა ამპუტანტ ფეხბურთელებს შორის. 

საქართველოს ნაკრები კონტინენტის პირველობაზე არსებობის განმავლობაში პირველად იასპარეზებს. ჩვენი გუნდი ესპანეთის, გერმანიისა და თურქეთის ნაკრებებთან ერთად „ა“ ჯგუფში მოხვდა.

3 ოქტომბერს ტურნირის პირველ შეხვედრაში საქართველოს ამპუტანტ ფეხბურთელთა ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდა. შეხვედრა ესპანელთა გამარჯვებით 4:0 დასრულდა. 

ევრო პირველობის მომდევნო შეხვედრას ჩვენი გუნდი 4 ოქტომბერს მასპინძელი, თურქეთის წინააღმდეგ გამართავს.



©ფოტო - EAFF