სიახლეები

17-წლამდელებმა შეკრება დაასრულეს

გაუზიარე

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ევროშესარჩევი ციკლის წინ ბოლო ამხანაგური მატჩი ჩაატარა. გიორგი ნემსაძემ ბელარუსთან გადახალისებული შემადგენლობა დააყენა და მიუხედავად უამრავი მომენტისა, 1:2 დამარცხდა. ჩვენი გუნდიდან გოლით გიორგი ლომთაძე გამოირჩა.

შესარჩევი ციკლი 24-30 ოქტომბერს თბილისში ჩატარდება და ჩვენი მეტოქეები იტალია, მონტენეგრო და ლატვია იქნებიან.
ბელარუსთან ამხანაგურ მატჩში კი საქართველოს სასტარტო შემადგენლობა ასეთი იყო: კუტალაძე, გიგაშვილი, ბაქრაძე, სამსონია, აზაროვი, ჩარკვიანი, მოისწრაფიშვილი, ჩოთალიშვილი, ლომთაძე, ჯანგველაძე, ქუთათელაძე.

შეცვლაზე შევიდნენ: ბახტაძე, კაპანაძე, გელაშვილი, მექვაბიშვილი, შალიკაშვილი, ნონიკაშვილი, დავითაშვილი, გულიაშვილი, კვარაცხელია, ჭავჭანიძე.