სიახლეები

17-წლამდელების პირველი სპარინგი

გაუზიარე

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ბელარუსთან პირველი ამხანაგური მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩაატარა. გიორგი ნემსაძის გუნდი მეტოქესთან 1:2 დამარცხდა. ერთადერთი ბურთი საქართველოს ნაკრებიდან ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა.
მწვრთნელმა თითქმის ყველა ფეხბურთელს მისცა თამაშის საშუალება.

ხარშილაძე, კაპანაძე, გელაშვილი, მექვაბიშვილი, აბზიანიძე, აზაროვი, შალიკაშვილი, ნონიკაშვილი, დავითაშვილი, გულიაშვილი, კვარაცხელია.

შეცვლაზე შევიდნენ: ჭავჭანიძე, გიგაშვილი, მოისწრაფიშვილი, ჩარკვიანი, ჯანგველაძე, ქუთათელაძე, ჩოთალიშვილი, ლომთაძე.

მეორე ამხანაგურ მატჩს გუნდები თბილისის "დინამოს" აკადემიაში 3 ოქტომბერს, 10:00 საათზე გამართავენ.