სიახლეები

აკრედიტაცია საქართველო - უელსის მატჩზე

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

6 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო საშინაო შეხვედრას ჩაატარებს. თბილისში, "დინამო არენაზე" ვლადიმირ ვაისის გუნდი უელსის ნაკრებს დაუპირისპირდება. ეროვნული გუნდი შეხვედრისთვის მოსამზადებელ ეტაპს 2 ოქტომბრიდან დაიწყებს. 

საქართველო - უელსის მატჩის აკრედიტაციის მიღების მსურველმა მედია ორგანიზაციებმა, გთხოვთ, წერილობითი ფორმით მოგვმართოთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურს, ელექტრონულ ფოსტაზე [email protected], სადაც აღნიშნული იქნება მედიის წარმომადგენლის სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია, ორგანიზაციის დასახელება და თქვენი პოზიცია. აკრედიტაციაზე განაცხადი მიიღება 4 ოქტომბრის 18:00 საათამდე. აკრედიტაციის ვადის ამოწურვის შემდეგ, ფეხბურთის ფედერაცია დაგიკავშირდებათ და მოგაწვდით დამატებით ინფორმაციას აკრედიტაციის მიღების თაობაზე.

საქართველოსა და უელსის მატჩი 6 ოქტომბერს, დინამო არენაზე 20:00 საათზე დაიწყება.

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ სფფ-ის პრესსამსახურს 577 171761