საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა მეორე ამხანაგურ მატჩშიც დაამარცხა აზერბაიჯანი. პირველი შეხვედრისგან (5:2) განსხვავებით, ზვიად ჯელაძის გუნდს ამჯერად უფრო მეტი გარჯა დასჭირდა გამარჯვების მოსაპოვებლად, შემადგენლობაც ოდნავ შეცვლილი იყო და მწვრთნელს პირველივე ტაიმში მოუხდა კორექტივების შეტანა.
სტუმრები მე-17 წუთზე გატანილი პენალტით დაწინაურდნენ, რასაც საქართველოს ნაკრებმა ორი გოლით უპასუხა - ჯერ ლუკა ტორონჯაძემ გაათანაბრა ანგარიში, მერე კი ზურაბ ერაძემ შეაგდო თავურით.
სომხიშვილი, დევდარიანი (კვარაცხელია 41), ერაძე, ტეფნაძე (მამაცაშვილი 41), ტალახაძე, მორჩილაძე, ოგბაიძე (ბუკია 68), ომარაშვილი (ტორონჯაძე 37; ოსიყმაშვილი 71), კოკაია (არველაძე 71), სანებლიძე (აბუაშვილი 30), თოხაძე (კონიაშვილი 58).
![](https://gff.ge/sites/default/files/styles/article_full_thumb/public/3062cf3545c041a4bf33de19d3e80296.jpg?itok=rnWYAo43)
გაუზიარე