26 სექტემბერს, თბილისში ფუტსალში ევროპის ჩემპიონატის პლეიოფის განმეორებითი შეხვედრა ჩატარდა. საქართველოს ნაკრებმა რუმინეთთან პირველი ტაიმი 3:3 დაასრულა. საბოლოოდ ჩვენი გუნდი 4:7 დამარცხდა. შეგახსენებთ, რომ ამ გუნდებს შორის პირველ შეხვედრაში ფრე 2:2 დაფიქსირდა. პლეიოფში გამარჯვებული რუმინეთის ნაკრები 2018 წელს სლოვენიაში დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. საქართველოს ნაკრებმა ფუტსალში პლეიოფში გასვლა პირველად შეძლო. რუმინეთმა კი ევროპის ჩემპიონატის საგზური მეოთხედ მოიპოვა.
საქართველო - რუმინეთი 4:7
თბილისი, „ოლიმპიური სასახლე“
საქართველო: კუპატაძე, ჭანუყვაძე, რონინიო, ბობოხიძე, სებისკვერაძე
სათადარიგო შემადგენლობა: ბუკია, კაკაბაძე, ლუკავა, თოფურია, კობაიძე, თოდუა, მაისაია, კურტანიძე, ფუმასა
მთავარი მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი
რუმინეთი: იანკუ, ფ. მატეი, პაულო ფერეირა, იგნატი, ვალადარეში
სათადარიგო შემადგენლობა: ტონიცა, მ. მატეი, რადუცუ, ლუპუ, პინტუ, სტოიკა, სზიოსი, კსომა, პანზარუ
მთავარი მწვრთნელი: რობერტ ლუპუ
მსაჯები: ონდრეი ჩერნი (ჩეხეთი), ტიმო ონაცუ (ფინეთი), კირილ ნაიშოულერი (ფინეთი)
გაფრთხილება: 00:24 სებისკვერაძე, 08:15 ვალადარეში, 13:36 ლუპუ, 15:57 კსომა, 22:22 ჭანუყვაძე, 32:51 ლუკავა, 39:03 თოდუა
გოლები: 0:1 ვალადარეში (03:41), 1:1 კაკაბაძე (05:11), 2:1 სებისკვერაძე (06:33), 3:1 სებისკვერაძე (11:35), 3:2 პაულო ფერეირა (12:06), 3:3 სტოიკა (19:59), 3:4 ვალადარეში (21:07), 4:4 კურტანიძე (22:48), 4:5 ვალადარეში (26:34), 4:6 რადუცუ (34:20), 4:7 ვალადარეში (36:43)
ფუტსალი
გაუზიარე