სიახლეები

ფუტსალის ნაკრების ღია ვარჯიში ოლიმპიურ სასახლეში

ფუტსალი
გაუზიარე

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები 26 სექტემბერს ევროპის ჩემპიონატის პლეიოფის განმეორებით შეხვედრას თბილისში ჩაატარებს. ავთანდილ ასათიანის გუნდი გადამწყვეტ მატჩამდე  ღია ვარჯიშს დღეს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართავს. საწვრთნელი პროცესი 19 საათზე დაიწყება და მედიის წარმომადგენლებს ვარჯიშის გადაღების შესაძლებლობა საწყისი 15 წუთის განმავლობაში ექნებათ. საქართველო-რუმინეთის მედია აკრედიტაციები, დღეს დაგეგმილი ვარჯიშის პარალელურად, ოლიმპიურ სასახლეში გაიცემა.

შეგახსენებთ,რომ პლეიოფში გამარჯვებული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს, ამ გუნდებს შორის გამართული პირველი მატჩი რუმინეთში ფრედ 2:2 დასრულდა. შეხვედრაზე დასასწრები ბილეთები TKT.ge-ზე და ოლიმპიური სასახლის სალაროებში იყიდება (მისამართი:უნივერსიტეტის ქუჩა 15ა).

მეკარეები: ზვიად კუპატაძე (ტტგ-იუგრა, რუსეთი), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი, თბილისი),თორნიკე ბუკია (ტატიშვილი, თბილისი);

წინა ხაზი: ლევან კობაიძე (ტატიშვილი, თბილისი), შოთა თოფურია (თელასი, თბილისი), გია ნიყვაშვილი (აგორა, თბილისი), კახა მაისაია (თელასი, თბილისი), ნიკა კურტანიძე (პსპ.თბილისი),  დავით ბობოხიძე (ტატიშვილი, თბილისი), არჩილ სებისკვერაძე (ლიდსელმაში, ბელარუსი), ირაკლი თოდუა (ლიდსელმაში, ბელარუსი), რონინიო და სილვა (ხერსონი, უკრაინა),  შოთა ჭანუყვაძე (სვეიკი, მალტა), მურთაზ კაკაბაძე (ტატიშვილი, თბილისი), გიორგი ნიშნიანიძე (პოლიტეხი, რუსეთი), როდრიგო ანდრეი სილვა სანტოსი (სუნგუნ ვარზე, ირანი).