საქველმოქმედო მატჩის „მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის“ ბილეთების ფიზიკური გაყიდვა დინამო არენას სალაროებში ხვალ, 24 სექტემბერს 11:00 საათზე დაიწყება.
ბილეთების გაყიდვა ონლაინ რეჟიმში, საიტზე www.tkt.ge - ზე 19 სექტემბრიდან მიმდინარეობს. მატჩზე დასასწრები ბილეთების ძირითადი ნაწილის ფასი 5 ლარია, ასევე გაყიდვაშია 10,15 და 25 ლარიანი ბილეთები.
29 სექტემბერს, 21:00 საათზე, დინამო არენაზე, „მსოფლიოს XI” მატჩის მასპინძელ „GFF –XI“-ს დაუპირისპირდება. საქველმოქმედო მატჩის ბილეთების რეალიზაციიდან შემოსული თანხა, მიმდინარე წლის ზაფხულში ხანძრის შედეგად დაზარალებული ბორჯომის ტყის აღდგენას მოხმარდება.
![](https://gff.ge/sites/default/files/styles/article_full_thumb/public/b2af8859f35e4675980147ec1c7370be.jpg?itok=Zn06Fq1q)
სფფ
გაუზიარე