სიახლეები

ფუტსალის პლეი-ოფის ბილეთების გაყიდვა დაიწყო

სფფ
გაუზიარე

ფუტსალში 2018 წლის ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის მატჩის, საქართველო-რუმინეთის ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო. გულშემატკივარს შეხვედრის ბილეთების შეძენა ბმულზე: www.tkt.ge/futsal შეუძლია. ბილეთები ასევე იყიდება თბილისის ოლიმპიური სასახლის სალაროებში. ბილეთის ფასი 5 ლარია.
საქართველოსა და რუმინეთის დაპირისპირება 26 სექტემბერს, 20:30 საათზე, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. პლეი-ოფში გამარჯვებული ნაკრები 2018 წელს სლოვენიაში დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. შეგახსენებთ, რომ გუნდებს შორის რუმინეთში გამართული პირველი შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. 

მედიის საყურადღებოდ:

შეხვედრის აკრედიტაციის მიღების მსურველმა მედია ორგანიზაციებმა, გთხოვთ, წერილობითი ფორმით მიმართეთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურს. ელექტრონულ ფოსტაზე [email protected]

წერილში მიუთითეთ აკრედიტაციის მიღების მსურველი მედიის წარმომადგენლის სახელი, გვარი, ორგანიზაცია და პოზიცია.

აკრედიტაციის მოთხოვნა 24 სექტემბრის ჩათვლით შეგიძლიათ. მედია აკრედიტაციები გაიცემა 25 სექტემბერს.

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ სფფ-ის პრესსამსახურს 577 17 17 61.