სიახლეები

მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის - მედია-აკრედიტირების პროცესი დაიწყო

სფფ
გაუზიარე

 საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, 29 სექტემბერს, თბილისში დაგეგმილ საქველმოქმედო საფეხბურთო მატჩზე აკრედიტირების პროცესი დაიწყო. 

აკრედიტაციის მიღება შეუძლიათ მხოლოდ მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებს და იმ პიროვნებებს,რომლებიც ამ ეტაპზე თანამშრომლობენ მედია ორგანიზაციებთან.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საქველმოქმედო მატჩზე აკრედიტაციის მიღების მსურველი ადამიანების რაოდენობა საკმად დიდია, ამიტომ თითოეულ ორგანიზაციაზე აკრედიტაციები გაიცემა შეზღუდული რაოდენობით.

აკრედიტაციის მიღების წესი:

ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის სახელზე გამოგზავნეთ ორგანიზაციის ოფიციალური წერილი, შესაბამის ბლანკზე ან ორგანიზაციის ბეჭდიან ფურცელზე ელექტრონული ფოსტით, მისამართზე [email protected].

წერილში მიუთითეთ ჟურნალისტის სახელი, გვარი, პოზიცია, საკონტაქტო ინფორმაცია და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ნომერი.

აკრედიტირების პროცესი 26 სექტემბერს დასრულდება. აკრედიტაციის გაცემასთან დაკავშირებით პასუხს ელ-ფოსტის საშუალებით მიიღებთ.

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ სფფ-ის პრესსამსახურს 577 17 17 61.