ფუტსალში 2018 წლის ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის მატჩის, საქართველო - რუმინეთის ბილეთების გაყიდვა 22 სექტემბრიდან დაიწყება.
გულშემატკივარს შეხვედრის ბილეთების შეძენა როგორც ონლაინ ისე, ოლიმპიური სასახლის სალაროებში შეეძლება. ბილეთის ფასი 5 ლარია.
საქართველოსა და რუმინეთის დაპირისპირება 26 სექტემბერს, 20:30 საათზე, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. პლეი-ოფში გამარჯვებული ნაკრები 2018 წელს სლოვენიაში დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. შეგახსენებთ, რომ გუნდებს შორის რუმინეთში გამართული პირველი შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა.
მედიის საყურადღებოდ:
შეხვედრის აკრედიტაციის მიღების მსურველმა მედია ორგანიზაციებმა, გთხოვთ, წერილობითი ფორმით მიმართეთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურს. ელექტრონულ ფოსტაზე [email protected].
წერილში მიუთითეთ აკრედიტაციის მიღების მსურველი მედიის წარმომადგენლის სახელი, გვარი, ორგანიზაცია და პოზიცია.
აკრედიტაციის მოთხოვნა 24 სექტემბრის ჩათვლით შეგიძლიათ. მედია აკრედიტაციები გაიცემა 25სექტემბერს.
დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ სფფ-ის პრესსამსახურს 577 17 17 61.
ფუტსალი
გაუზიარე