სიახლეები

თბილისში 19-წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი დასრულდა

ქალთა ფეხბურთი
გაუზიარე

18 სექტემბერს 19-წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეთორმეტე ჯგუფის ბოლო შეხვედრები გაიმართა.

საქართველოს ნაკრებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე საბერძნეთს უმასპინძლა და ფრედ 1:1 ითამაშა. ანგარიში ქართველმა გოგონებმა გახსნეს, 39-ე წუთზე ბერძნებს ირინა ხაბურძანიამ გაუტანა. სტუმრებმა ანგარიშის გათანაბრება და საბოლოო შედეგის დაფიქსირება მატჩის მიწურულს მოახერხეს. 89-ე წუთზე 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა ზუსტად დესპოინა ჩაძინიკოლაუმ შეასრულა.

ჯგუფის მეორე შეხვედრაში ერთმანეთს პოლონეთისა და რუსეთის 19-წლამდე ნაკრებები დაუპირისპირდნენ. „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ გამართული შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეთორმეტე ჯგუფში მოპოვებული 7 ქულით პირველი ადგილი პოლონეთის 19-წლამდე ნაკრებმა დაიკავა. მეორეზე კი, 5 ქულით რუსეთის ნაკრები გავიდა. ორივე გუნდი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად ბრძოლას ელიტ-რაუნდში განაგრძობს.

საქართველო ქ
U19 - საბერძნეთი ქ U19 1:1

თბილისი, „მიხეილ მესხი 2“

საქართველო ქ
U19: გაბუნია, ჯანიკაშვილი, ჩხარტიშვილი, მინაძე, კენჭოშვილი, შონია, დიმოპულუ, ხაბურძანია, ეპიტაშვილი (69’ ნარსია), კალანდაძე, ნაკვეთაური

სათადარიგო შემადგენლობა: კომლაძე, ანთაძე, ჭუჭულაშვილი, ფერაძე, გუჯაბიძე, ხანდაზიანი

მთავარი მწვრთნელი: ლევან ბაჯელიძე

საბერძნეთი ქ
U19: ხარძიხარისტო, პატერნა, კატირციდუ, ცაკირი, პალამა, პულიუ, პაპაიოანუ (73’ გულა), გეორგანძი (83’ კაპნისი), ჩაძინიკოლაუ, დრაკონაკი, საჩინიდუ (55’ გაციუ)

სათადარიგო შემადგენლობა: კავური, კალდი, კალესი, სომადი

მთავარი მწვრთნელი: ანტონიოს პრიონასი

მსაჯები: ანა აგიარი (პორტუგალია), ვანესა ალექსანდრა დიასი (პორტუგალია), სინა დიკმანი (გერმანია), ანგელიკა სოდერი (გერმანია)

გაფრთხილება: 20’ ხაბურძანია, 72’ ნარსია

გოლი: 1:0 ხაბურძანია (39), 1:1 ჩაზინიკოლაუ (პენ) (89)


პოლონეთი ქ U19 - რუსეთი ქ U19 2:2

თბილისი, „დავით პეტრიაშვილი არენა“

პოლონეთი ქ
U19: პიატეკი, სტასიაკი, ტურკიევიჩი, ზბირადი (68’ კოვალჩიკი), მილეკი, ზავისტოვსკა, ოლსჟევსკა, ვოსი, იედლინსკა (46’ ოსინსკა), პარცჟევსკა, რატაიჩეკი

სათადარიგო შემადგენლობა: სოვალსკა, კუციევიჩი, დრაგუნოვიჩი, კარცჟევსკა, სირანტი, გასიენიეცი, ზაიაცი

მთავარი მწვრთნელი: მარცინ კასპროვიჩი

რუსეთი ქ
U19: სტანოვოვა, ბესპალიკოვა, ნიკიტინა, შკოდა (69’ ერმოლაევა), კუზმინა, კუროპატკინა, დუბოვა, შეინა (56’ რუზინა), ორგანოვა, ჩერკასოვა, მაშინა

სათადარიგო შემადგენლობა: ტ. დრონოვა, ფედოტოვა, შესტერნევა, ა. დრონოვა, მანუილოვა, მიაგკოვა, ვანკოვა

მსაჯები: ტანია ფერნანდეს მორაისი (ლუქსემბურგი), ბერენგერე პიერარტი (ბელგია), ქეთევან გაიპარაშვილი (საქართველო), ხათუნა მაისურაძე (საქართველო)

გაფრთიხლება: 44’ პიატეკი, 48’ პარცჟევსკა, 60’ დუბოვა, 70’ ოსინსკა, 90+8’ ბესპალიკოვა

გოლები: 1:0 რატაიჩეკი (11), 1:1 კუზმინა (პენ) (45), 2:1 ზავისტოვსკა (49), 2:2 ნიკიტინა (85)