სიახლეები

სფფ-ის ვიზიტი მარტვილში

სფფ
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე სამუშაო ვიზიტით მარტვილში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში მან მარტვილის საფეხბურთო სკოლის საწვრთნელი ბაზა დაათვალიერა, სადაც  ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს ხელოვნურსაფარიანი მოედნის, განათების სისტემის და გადახურული ტრიბუნის დამონტაჟების ინფრასტრუქტურული სამუშაოები.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მოყვარულთა გათამაშების ფინალურ შეხვედრასაც დაესწრო. ,,დევის დარჯანია"-ს სახელობის თასის 2017 წლის გათამაშება მარტვილში სოფემ ზედა ნაგვაზაოს გუნდის გამარჯვებით დასრულდა. კახა ჭუმბურიძემ დევის დარჯანიას სახელობის თასი გამარჯვებულ გუნდს გადასცა, ხოლო მონაწილე გუნდებსა და მოყვარულს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სახელით ბურთები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. ფინალის მონაწილეები და სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები გათამაშების სპონსორმა „ლიდერბეთმაც“ დააჯილდოვა.