სიახლეები

საქართველოს თასზე მეოთხედფინალური ეტაპის პირველი შეხვედრები გაიმართა

გაუზიარე

12 სექტემბერს, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი მატჩები გაიმართა.

ხონის „იმერეთმა“ საკუთარ მოედანზე“ თბილისის „ნორჩ დინამოს“ უმასპინძლა და პენალტების სერიაში დაამარცხა მეტოქე. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ 2:2 დასრულდა, 11-მეტრიანები კი, უკეთ მასპინძლებმა შეასრულეს და 4:2 იმარჯვეს. იმერული კლუბისთვის ეს ისტორიული შედეგია, „იმერეთი“ არსებობის განმავლობაში საქართველოს თასის ნახევარფინალში პირველად იასპარეზებს.

მეორე მეოთხედფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს თბილისის „შევარდენი 1906“ და ქუთაისის „ტორპედო“ დაუპირისპირდნენ. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა და ქუთაისელთა გამარჯვებით 1:2 დასრულდა.

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მეოთხედფინალი ეტაპის დარჩენილი ორი შეხვედრა 13 სექტემბერს გაიმართება. „რუსთავი“ საკუთარ მოედანზე თბილისის „დინამოს“ მიიღებს, საჩხერის „ჩიხურა“ კი, გორის „დილას“.

იმერეთი - ნორჩი დინამო 2:2 (პენ. 4:2)

ხონი, ცენტრალური სტადიონი

იმერეთი: მეძველია, ხელაძე, მანაგაძე, გ. ლობჟანიძე, სულაძე, კუხალაშვილი (63’ დ. კოხრეიძე), ნიკურაძე
(59’ ბაბუნაშვილი), საღარეიშვილი, ხანთაძე, გაბუნია, ხმელიძე (59’ მუშკუდიანი)

სათადარიგო შემადგენლობა: ჯოხაძე, ძაძამია, ევსანჯია, ხეცურიანი

მთავარი მწვრთნელი: დათო ჭელიძე

ნორჩი დინამო: მიქავა, კალაძე, თოდუა, ბეროშვილი (65’ ბუკია), ჯოჯუა, ფიფია (85’ შენგელიძე), დეისაძე, ძამსაშვილი, გოგობერიშვილი, გ. კაშია, ზ. ლობჟანიძ

სათადარიგო შემადგენლობა: ლომსაძე

მთ
ავარიმწვრთნელი: ავთანდილ შენგელია

მსაჯები: გ. ავაზაშვილი, კ. სადილიანი, ი. მაჩიტიძე, კ. გიორგაძე

გაფრთხილება: 10’ გ. ლობჟანიძე (იმერეთი), 29’ ფიფია (ნორჩი დინამო)

გოლები: 0:1 ჯოჯუა (პენ) (15), 1:1 სულაძე (22), 1:2 კალაძე (49), 2:2 საღარეიშვილი (84)


შევარდენი 1906 - ტორპედო 1:2


თბილისი, „მიხეილ მესხი“

შევარდენი 1906: შეყრილაძე, ჭელიძე, ჩიკვაიძე, მაისურაძე, მაღრაძე (75’ შალოლაშვილი), ოდიკაძე, ფოფხაძე, მაღალდაძე, კობერიძე, ბულუხაძე

სათადარიგო შემადგენლობა: ბრაჭული, მალანია, მურუსიძე, ურუშაძე, მაგრაქველიძე, ჭაავა

მთ. მწვრთნელი: გიორგი კიკნაძე

ტორპედო: 
ქვილითაია, ტაბატაძე, ჭიჭინაძე, ხურცილავა, კუხიანიძე (90+5’ გიგაური), ფალავანდიშვილი, კორობკა (65’ კვირკვია), კუტალია, ქიმაძე, ბერიაშვილი (58’ ბაბუნაშვილი), ტუღუში

სათადარიგო შემადგენლობა:  მეშველიანი, ადამაძე, მამასახლისი, საღრიშვილი

მთ. მწვრთნელი: კახაბერ ჩხეტიანი

მსაჯები: შ. ქუხილავა, დ. გაბისონია, ა. აფციაური, გ. ვარდიძე

გაფრთხილება: 36’ მაისურაძე (შევარდენი 1906), 74’ ფალავანდიშვილი (ტორპედო)

გოლები: 0:1 კუტალია (9), 1:1 მაღალდაძე (50), 1:2 ტუღუში (90+3)