12 სექტემბერს, ფუტსალის ევრო 2018-ის პლეი-ოფის პირველ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები სტუმრად რუმინეთს დაუპირისპირდა. შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. პირველი ნახევარი კურტანიძისა და კაკაბაძის გოლებით ჩვენმა გუნდმა 2:0 მოიგო. მეორე ტაიმში კი, რუმინელთა ბრაზილიელმა ლეგიონერმა, ვალადარეშმა დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ევრო 2018-ის პლეი-ოფის განმეორებით შეხვედრას თბილისი 26 სექტემბერს უმასპინძლებს. მატჩი 20:30 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული გუნდი 2018 წელს სლოვენიაში გასამართი ევროპირველობის საგზურს მოიპოვებს.
რუმინეთი 2:2 საქართველო
ქ. დევა, სპორტის სასახლე
რუმინეთი: იანკუ, ფ. მატეი, მ. მატეი, რადუკუ, ვალადარესი
სათადარიგო შემადგენლობა: ტონიცა, ლუპუ, იგნატი, პინტუ, სტოიკა, პაულო ფერეირა, სუჩი, კსომა, პანზარუ
მთავარი მწვრთნელი: რობერტ ლუპუ
საქართველო: ჯამბურია, თოფურია, რონინიო, კურტანიძე, ფუმასა
სათადარიგო შემადგენლობა: ბუკია, კაკაბაძე, ნიშნიანიძე, კობაიძე, თოდუა, მაისაია, ნიყვაშვილი
მთავარი მწვრთნელი: ავთდანდილ ასათიანი
მსაჯები: ედუარდო ფერნანდეშ კოელიო (პორტუგალია), ნუნო ბოგალიო (პორტუგალია), რუბენ გერეირო (პორტუგალია)
გაფრთხილება: რონინიო (39:03), ფ. მატეი (39:25)
გოლები: 0:1 კურტანიძე (09:44), 0:2 კაკაბაძე (14:29), 1:2 ვალადარეში (24:09), 2:2 ვალადარეში (24:59)
ფუტსალი
გაუზიარე