სიახლეები

17-წლამდელები: საქართველო ვერცხლის პრიზიორია

გაუზიარე

ყაზახეთში ჩატარებული "პრეზიდენტის თასის" გათამაშება საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა წაუგებლად დაასრულა, თუმცა ფინალში 1:1-ის შემდეგ, პენალტების სერიაში 4:5 დამარცხდა. 

რუსეთთან მატჩი ქართველმა 17-წლამდელებმა კარგად დაიწყეს, მე-2 წუთზევე ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, მაგრამ მეტოქემ პირველივე ტაიმში შეძლო გათანაბრება. საბოლოოდ, გუნდებმა შეხვედრა პენალტების სერიამდე მიიყვანეს, რაც მოწინააღმდეგის სასარგებლოდ დასრულდა. 

ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია გახდა, ხოლო საუკეთესო ბომბარდირის პრიზი, 6 გოლით, ჩვენი გუნდის კაპიტანმა - ზურიკო დავითაშვილმა აიღო. 

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ფინალში ასეთი შემადგენლობით ითამაშა: ხარშილაძე, აბზიანიძე, მექვაბიშვილი, ნონიკაშვილი, კაპანაძე, აზაროვი, ჩოთალიშვილი, შალიკაშვილი, დავითაშვილი, გულიაშვილი, კვარაცხელია.