სიახლეები

17-წლამდელები: საქართველო ფინალშია

გაუზიარე
საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ყაზახეთში მიმდინარე "პრეზიდენტის თასის" ფინალში გავიდა. გიორგი ნემსაძის გუნდმა ალბანეთთან (5:0) და ყირგიზეთთან (7:1) მოგებული მატჩების შემდეგ, დღეს 4:4 ითამაშა მასპინძლებთან და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. გადამწყვეტი მატჩი ხვალ, 8 სექტემბერს ჩატარდება და ჩვენი გუნდის მეტოქე რუსეთი იქნება.ყაზახეთი U17 4:4 საქართველო U170:1 დავითაშვილი (15), 0:2 კვარაცხელია (17), 0:3 ნურსენტი (33 საკ. კარში), 1:3 ხამიტი (50), 2:3 სავჩენკო (57 პენ.), 2:4 დავითაშვილი (61 პენ.), 3:4 სავჩენკო (64 პენ.), 4:4 შვორევი (70)საქართველო: ხარშილაძე (ბახტაძე 41), აბზიანიძე, მექვაბიშვილი, ნონიკაშვილი (ჭავჭანიძე 41), კაპანაძე, აზაროვი (შვარცი 41), ჩოთალიშვილი, შალიკაშვილი, დავითაშვილი, გულიაშვილი (ჩარკვიანი 80), კვარაცხელია მთავარი მწვრთნელი: გიორგი ნემსაძე