სიახლეები

20-წლამდელებმა პირველი შეკრება დაასრულეს

გაუზიარე

საქართველოს 20-წლამდე ნაკრებმა პირველი შეკრება დაასრულა. ვასილ მაისურაძემ 20 ფეხბურთელი შეარჩია და ვარჯიშის გარდა, "საბურთალოსთან" ამხანაგური მატჩიც (2:3) გამართა. ნაკრებიდან გოლებით თემურ ჩოგაძე და გიორგი გოგილაშვილი გამოირჩნენ.
20-წლამდელთა შემადგენლობა ასეთი იყო: ქავთარაძე (ისიანი 46), კიკალიშვილი (კერელეიშვილი 64), ხუბაშვილი, ფიფია (ბულუხაძე 46), ლაკვეხელიანი (ნადირაძე 75), ბაკურაძე (ბარაბაძე 46), ნიკოლაშვილი (მალაზონია 75), კვანტალიანი, ვარძელაშვილი (საღრიშვილი 46), ჩოგაძე (ლეჟავა 46), გოგილაშვილი (მუზაშვილი 46).