2 სექტემბერს, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე შეხვედრაში "დინამო არენაზე" საქართველოს ეროვნული ნაკრები ირლანდიას დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. ანგარიში ირლანდიელებმა მე-4 წუთზე დაფის გოლით გახსნეს. წონასწორობის აღდგენა და საბოლოო შედეგის დაფიქსირება კი, 34-ე წუთზე ვაკო ყაზაიშვილმა მოახერხა.
საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო შეხვედრას საქართველოს ეროვნული ნაკრები 5 სექტემბერს, ვენაში ავსტრიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
საქართველო 1:1 ირლანდია
თბილისი, „დინამო არენა“
საქართველო: მაკარიძე, კაშია, კვერკველია, ანანიძე, ყაზაიშვილი (90+3’ ხოჭოლავა), კვეკვესკირი, ქვილითაია (85’ მერებაშვილი), გვილია, ჯიღაური (75’ ჭანტურია), კაკაბაძე, ნავალოვსკი
სათადარიგო შემადგენლობა: რევიშვილი, კვასხვაძე, უ. ლობჟანიძე, დაუშვილი, დვალიშვილი, სიხარულიძე, შერგელაშვილი, არაბიძე, აბურჯანია
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი
ირლანდია: რენდოლფი, კრისტი, კლარკი, ველანი (79’ მერფი), შ. ლონგი, ბრეიდი, მაკკლინი, ვარდი, უოლტერსი, დაფი, არტერი (61’ მაკგიდი)
სათადარიგო შემადგენლობა: ვესტვუდი, ელიოტი, ო’ში, კეო, ო’დოუდა, კ. ლონგი, ჰოლაჰანი, ჰარიჰეინი, მეილერი, ჰეიესი
მთავარი მწვრთნელი: მარტინ ო’ნილი
მსაჯები: ივან კრუჟილაკი, მარტინ ბალკო, ტომაშ მოკოში, მიხალ ოცენაში
გაფრთხილება: 37’ კვეკვესკირი, 62’ ჯიღაური, 76’ მაკკლინი
გოლები: 0:1 დაფი (4), 1:1 ყაზაიშვილი (34)
ეროვნული ნაკრები
გაუზიარე