სიახლეები

ახალგაზრდული ნაკრების მატჩისწინა ვარჯიში

გაუზიარე

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ბოლო ვარჯიში ჩაატარა პოლონეთთან მატჩამდე. გია გეგუჩაძემ გუნდი ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" ავარჯიშა. წვრთნის დაწყებამდე გუნდს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი შეხვდა და გაამხნევა.
საბოლოოდ გადაწყდა, რომ წელის ტრავმის გამო ვერ ითამაშებს გიორგი ჩაკვეტაძე. სამაგიეროდ, 21-წლამდელებს ეროვნული ნაკრებიდან შეუერთდა მცველი ჯიმი ტაბიძე.

საქართველო-პოლონეთი 1 სექტემბერს გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება. დასაწყისი 20 საათზე. ბილეთის ფასი 2-3 ლარი.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: ლაზარე კუპატაძე (საბურთალო), ოთო გოშაძე (საბურთალო), ბექა ქურდაძე (ლოკომოტივი);

მცველები: დავით კობოური (დინამო თბ), გრიგოლ ჩაბრაძე (საბურთალო), გაგი მარგველაშვილი (საბურთალო), გიორგი ქანთარია (გროდნო, ბელარუსი), ცოტნე ნადარაია (საბურთალო), ანრი ჭიჭინაძე (ტორპედო), აკაკი შულაია (დინამო თბ), დავით ცეცხლაძე (სებაილი, აზერბაიჯანი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი);

ნახევარმცველები: გიორგი კუცია (დინამო თბ), ვლადიმერ მამუჩაშვილი (საბურთალო), ლევან ელოშვილი (კაპფენბერგი, ავსტრია), ირაკლი ბიძინაშვილი (საბურთალო), გიორგი ხარაიშვილი (საბურთალო), ნიკა ბაშელეიშვილი (თელავი), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი), ლადო მოხევიშვილი (ალკოიანო, ესპანეთი);

თავდამსხმელები: ბექა მიქელთაძე (დინამო თბ), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), ვატო არველაძე (ლოკომოტივი), გიორგი ბერიძე (ტრენჩინი, სლოვაკეთი).