სიახლეები

საქართველოს ნაკრები 1 სექტემბერს დინამო არენაზე ივარჯიშებს

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ჯგუფის ერთერთ ლიდერთან, ირლანდიასთან მზადების ფარგლებში ს.კ. ზესტაფონის ბაზაზე ბოლო ვარჯიში გამართა. დღევანდელ საწვრთნელ პროცესში 24 ფეხბურთელი  მონაწილეობდა. ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვლადიმირ ვაისისა და 21 წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელის გია გეგუჩაძის შეთანხმების საფუძველზე, ჯიმი ტაბიძე ახალგაზრდულ ნაკრებს შეუერთდა.  ფეხბურთელი უკვე ჯანმრთელადაა და 21 წლამდე ნაკრებთან ერთად უკვე ივარჯიშა. საქართველოსა და პოლონეთის ახალგაზრდული ნაკრებთა დაპირისპირების შემდეგ ფეხბურთელი კვლავ ეროვნულ გუნდში დაბრუნდება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი მაკარიძე (მორეირენსე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ნუკრი რევიშვილი (დინამო თბ);

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), უჩა ლობჟანიძე (ატირაუ, ყაზახეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, რუსეთი), ჯემალ ტაბიძე (უფა, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა), გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია);

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი,ყაზახეთი), მურთაზ დაუშვილი (დიოშგიორი,უნგრეთი), ჯაბა კანკავა, ვაკო გვილია (ბატე, ბელარუსი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (ვარდარი, მაკედონია), გიორგი ჭანტურია (ურალი, რუსეთი);

თავდამსხმელები: ლადო დვალიშვილი (ატირაუ, ყაზახეთი), გიორგი არაბიძე (შახტარი, უკრაინა), გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი, თბილისი).

მატჩის წინა ბოლო ვარჯიშს საქართველოს ნაკრები შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე ჩაატარებს. 1 სექტემბერს ეროვნული გუნდი დინამო არენაზე 19.30 წუთიდან ივარჯიშებს.

მედიის წარმომადგენელთა საყურადღებოდ

1 სექტემბრის სრული განრიგი

17:30 - ირლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია
18:00 - ირლანდიის ნაკრების ვარჯიში (15 წუთით დასწრება მხოლოდ მედიის წარმომადგენლებისთვის)

19:00 - საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია
19:30 - საქართველოს ნაკრების ვარჯიში (15 წუთით დასწრება მხოლოდ მედიის წარმომადგენლებისთვის)

საქართველო-ირლანდიის მატჩის აკრედიტაციის მიღება „დინამო არენას“ მედია ცენტრში 15:00 საათიდან 20:00 საათამდე შეგიძლიათ.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით სფფ-ის პრესსამსახურს.