სიახლეები

19-წლამდელთა პირველი სპარინგი ალბანეთთან

გაუზიარე

საქართველოს 19-წლამდე ნაკრების ახალმა შემადგენლობამ ევროშესარჩევი ციკლისთვის მზადება დაიწყო. გიორგი ყიფიანის გუნდი ალბანეთს ესტუმრა და პირველ სპარინგ-მატჩში 0:1 დამარცხდა. მასპინძლებმა ერთადერთი ბურთის გატანა შეხვედრის მიწურულს მოახერხეს.

მომდევნო ამხანაგურ მატჩს ალბანეთი-საქართველო 1 სექტემბერს ჩაატარებენ.

გიორგი ყიფიანმა პირველ ამხანაგურ შეხვედრაში ასეთი შემადგენლობა ათამაშა:

გუგეშაშვილი, მალი, ქაფიანიძე, ჯინჯოლავა, ხარაბაძე, ა. ნინუა, ქოჩორაშვილი, დარცმელია, ნ. ნინუა, ოზბეთელაშვილი, ქავთარაძე

სათადარიგოები: კერესელიძე, ჯაფარიძე, ასათიანი, ფურცელაძე, ტაბატაძე, ანდრონიკაშვილი, კუხიანიძე, ღლონტი, ზარიძე, თოლორდავა, ერგემლიძე