სიახლეები

17-წლამდელები ყაზახეთში მიემგზავრებიან

გაუზიარე

ვიქტორ ბანიკოვის თასის მოგების შემდეგ საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა რამდენიმე დღე დაისვენა და უკვე მომდევნო ტურნირისთვის ემზადება. გიორგი ნემსაძის გუნდი 4-8 სექტემბერს ყაზახეთში, „პრეზიდენტის თასზე“ ითამაშებს. ჩვენი 17-წლამდელები „ა“ ჯგუფში მოხვდნენ ყაზახეთთან, თურქმენეთთან და ალბანეთთან ერთად. „ბ“ ჯგუფში არიან ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, რუსეთი და უზბეკეთი.

ტურნირის ჯგუფური ეტაპის კალენდარი ასეთია:

4 სექტემბერს: ალბანეთი - საქართველო
5 სექტემბერს: საქართველო - თურქმენეთი
7 სექტემბერს: ყაზახეთი - საქართველო

გიორგი ნემსაძემ შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება შეიტანა და საბოლოოდ, ასეთი სია შეადგინა:

მამუკა ბახტაძე (საბურთალო), ლუკა ხარშილაძე (დინამო), ცოტნე კაპანაძე (საბურთალო), ნიკოლოზ ქუთათელაძე (პსჟ, საფრანგეთი), ირაკლი აზაროვი (დინამო), საბა ჯინჭარაძე (შუქურა), გიორგი შალიკაშვილი (სფფ აკადემია), გიორგი აბზიანიძე (ტორპედო), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო), ზურაბ ჭავჭანიძე (დინამო), ზურაბ დავითაშვილი (დინამო), ზურაბ ბაქრაძე (ლოკომოტივი), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო), ელგუჯა ჯანგველაძე (დინამო), ცოტნე ჩოთალიშვილი (საბურთალო), ხვიჩა კვარაცხელია (დინამო), ვახტანგ ჩარკვიანი (დინამო), გიორგი ლომთაძე (დინამო), ლუკა-სებასტიან შვარცი (კარლსრუე, გერმანია).