სიახლეები

ქალთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი დასრულდა

ქალთა ფეხბურთი
გაუზიარე

28 აგვისტოს, ქალთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო, მესამე ტურის მატჩები გაიმართა. 

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ქუთაისის „მართვე“ სლოვაკეთის ჩემპიონს, „პარტიზანს“ დაუპირისპირდა და 3:0 დამარცხდა. სლოვაკთა მხრიდან დუბლის ავტორი სემანოვა გახდა. ერთი ბურთი კი, საკუთარ კარში, სალომე გასვიანმა ჩაჭრა. 

ჯგუფის მეორე შეხვედრაში, რომელიც, „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ გაიმართა, ერთმანეთს პირველი ჯგუფის ლიდერები, თურქული „ქონაკი“ და ლიტვური „გინტრა“ შეხვდნენ. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და ლიტველთა გამარჯვებით 3:1 დასრულდა. გამარჯვებულთა მხრიდან გოლები ალეკპეროვამ (2) და ვაიტუკაიტიტემ გაიტანეს. თურქების მხრიდან კი, ერთადერთი გოლის ავტორი ჰანჩარი გახდა. 

ქალთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ჯგუფის გამარჯვებული 9 ქულით ლიტვის ჩემპიონი „გინტრა“ გახდა და ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.

ქალთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ჯგუფის საბოლოო სატურნირო ცხრილი

  გგ გმ +/-
გინტრა 3 3 0 0 13 1 12 9
ქონაკი 3 2 0 1 11 4 7 6
პარტიზანი 3 1 0 2 4 9 -5 3
მართვე 3 0 0 3 0 14 -14 0

მართვე 0:3 პარტიზანი


თბილისი, მიხეილ მესხი

მართვე: კლიმოვა, ჭაუტიძე, შახკულიანი, ჯანელიძე, შონია, სტურუა, შენგელია, გურგენიძე, გასვიანი, ა. სინატაშვილი, კარაპეტიანი (49’ ჩირგაძე)

სათადარიგო შემადგენლობა: შალამბერიძე

მთავარი მწვრთნელი: პაატა დოგრაშვილი

პარტიზანი: კულკოვა, პივოვარნიკოვა, ჰავრანოვა, დიმიტრიევიჩი, მაზუროვა (31’ სტრონჩეკოვა), ლემეშოვა, ბოჩინოვა, გმიტეროვა, გალაროვიჩოვა (46’ ტეიოვა), ჰვიშჩოვა (83’ იაცკოვიჩოვა), სემანოვა

სათადარიგო შემადგენლობა: მოჩანკა, ჰოვანცოვა

მთავარი მწვრთნელი: ლუბომირ ცეკანი

მსაჯები: ჰანელორ ონსეა (ბელგია), მარია ეტიენი (ბელგია), ჯეინ სიმსი (ინგლისი), სარა გერეტი (ინგლისი)

გაფრთხილება: 80’ ჰავრანოვა, 80’ ჯანელიძე

გოლები: 0:1 სემანოვა (6), 0:2 გასვიანი (ს.კ), 0:3 სემანოვა (48)


ქონაკი 1:3 გინტრა

თბილისი, დავით პეტრიაშვილი არენა

ქონაკი: შაჰინი, შენთურქი, ტაში, ჩორლუ, ჰანჩარი, დუშა, ჰიზი, ბორაზანჯი (38’ სარგე, 84’ ილდირიმი), ეროლი, სანდი, ჩინარი

სათადარიგო შემადგენლობა: აკგიოზი, ია, აჩიკელი, პანკრატოვა, ჰასბალი

მთავარი მწვრთნელი: ალი ალანჩი

გინტრა: კასილეტე, ვაიტუკაიტიტე, მურილიო, მიკუტაიტე, პატერსონი, გუდჩენკო, ალეკპეროვა, ნევერდაუსკაიტე, ველიჩკაიტე, კოულმანი, ჩუბრილო (89’ გაილევიჩიუტე)

სათადარიგო შემადგენლობა: სავიცკაიტე, სარკანაიტე, პოტაპოვა, კარასიოვაიტე, კიჟაიტე, ჟიჟიტე

მსაჯები: ვესნა ბუდიმირი (ხორვატია), სანია როდიაკ კრაშიჩი (ხორვატია), ქეთევან გაიპარაშვილი (საქართველო), ხათუნა მაისურაძე (საქართველო)

გაფრთხილება: 22’ ველიჩკაიტე, 66’ ჰიზი, 75’ დუშა

გოლები: 0:1 ალეკპეროვა (40), 1:1 ჰანჩარი (54), 1:2 ალეკპეროვა (82), 1:3 ვაიტუკაიტიტე (86)