სიახლეები

ახალგაზრდული ნაკრები: ბილეთები და აკრედიტაციები

გაუზიარე

1 სექტემბერს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს პოლონეთთან მატჩით იწყებს. შეხვედრა გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება. დასაწყისი 20:00 საათზე. ბილეთების ონლაინ-გაყიდვა დღეიდან ვებ-გვერდზე tkt.ge დაიწყო და მისი ფასი 2 და 3 ლარი იქნება. მატჩის დღეს კი იმუშავებს სალაროებიც.

დღეიდან დაიწყო მედია-აკრედიტაციების მსურველთა განაცხადების მიღებაც. მედია-ორგანიზაციებს შეუძლიათ წერილობითი ფორმით მოგვმართონ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურს ელექტრონულ ფოსტაზე [email protected]. გთხოვთ, სათაურში აუცილებლად მიუთითოთ „საქართველო-პოლონეთი“. 

მედია-აკრედიტაციები გაიცემა 30 აგვისტოს, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, სადაც 18:30 საათზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე ჩაატარებს მატჩისწინა პრესკონფერენციას. ჟურნალისტებისთვის ღია იქნება ვარჯიშის საწყისი 15 წუთიც.