სიახლეები

აკრედიტაცია საქართველო-ირლანდიის მატჩზე

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე შეხვედრას ირლანდიის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი "დინამო არენაზე", 2 სექტემბერს 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის აკრედიტაციის მიღების მსურველმა მედია ორგანიზაციებმა, გთხოვთ, წერილობითი ფორმით მოგვმართოთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურს. ელექტრონულ ფოსტაზე [email protected].

წერილში მიუთითეთ აკრედიტაციის მიღების მსურველი მედიის წარმომადგენლის სახელი, გვარი, ორგანიზაცია და პოზიცია.

აკრედიტაციის მოთხოვნა 30 აგვისტოს ჩათვლით შეგიძლიათ. მედია აკრედიტაციები გაიცემა 1 სექტემბერს.

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ სფფ-ის პრესსამსახურს 577 17 17 61.