სიახლეები

ქალთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ტური

ქალთა ფეხბურთი
გაუზიარე

22 აგვისტოს, ქალთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ტურის მატჩები გაიმართა.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე ქუთაისის „მართვე“ თურქეთის ჩემპიონს, „ქონაკს“ დაუპირისპირდა და 5:0 დამარცხდა. თურქების მხრიდან დუბლით ჰანჩარი და ჩინარი გამოირჩნენ. ერთი გოლი კი დუშას ანგარიშზეა.

ჯგუფის მეორე შეხვედრაში, რომელიც, „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ გაიმართა, ერთმანეთს ლიტვური „გინტრა“ და სლოვაკური „პარტიზანი“ შეხვდნენ. მატჩი ლიტველთა უპირატესობით წარიმართა და მათი გამარჯვებით 4:0 დასრულდა. გამარჯვებულთა მხრიდან გოლები კოულმანმა (2), ალეკპეროვამ და ჩუბრილომ გაიტანეს.

საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ჯგუფის მომდევნო მატჩები 25 აგვისტოს გაიმართება. 17:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე „გინტრა“ ქუთაისის „მართვეს შეხვდება. 19:00 საათზე კი, „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ „პარტიზანი“ „ქონაკს“ დაუპირისპირდება.

ქონაკი 5:0 მართვე

თბილისი, მიხეილ მესხი 2

ქონაკი: შაჰინი, შენთურქი, ტაში, ჩორლუ, ჰანჩარი, ია (46’ ბორაზანჯი), დუშა, ჰიზი, ეროლი (49’ პანკრატოვა), სანდი (72’ ილდირიმი), ჩინარი

სათადარიგო შემადგენლობა: აკგიოზი, იოზკუმრუ, სარგე, ჰასბალი

მთავარი მწვრთნელი: ალი ალანჩი

მართვე: კლიმოვა, ჭაუტიძე, ჯანელიძე, შონია, სტურუა, ხაბურძანია, შენგელია, გურგენიძე, გორგაძე (72’ შახკულიანი), გასვიანი, ა. სინატაშვილი (51’ კარაპეტიანი)

სათადარგო შემადგენლობა: კალანდაძე, ჩირგაძე

მთავარი მწვრთნელი: პაატა დოგრაშვილი

მსაჯები: სარა გერეტი (ინგლისი), ჯეინ სიმსი (ინგლისი), მარია ეტიენი (ბელგია), ჰანელორ ონესა (ბელგია)

გაფრთხილება: 18’ შენთურქი, 18’ გორგაძე, 53’ ჯანელიძე, 64’ ხაბურძანია, 79’ შახკულიანი

გოლები: 1:0 დუშა (33), 2:0 ჰანჩარი (35), 3:0 ჩინარი (41, 4:0 ჩინარი (54), 5:0 ჰანჩარი (90+3)

გინტრა 4:0 პარტიზანი

თბილისი, დავით პეტრიაშვილი არენა

გინტრა: კასელიტე, ვაიტუკაიტე (59’ გუდჩენკო), მურილიო, მიკუტაიტე, პატერსონი, ალეკპეროვა, კარასიოვაიტე (78’ ჟიჟიტე), ნევერდაუსკაიტე, ველიჩკაიტე, კოულმანი, ჩუბრილო (70’ გაილევიჩუტე)

სათადარიგო შემადგენლობა: სავიჩკაიტე, სარკანაიტე, პოტაპოვა, კიჟაიტე

მთავარი მწვრთნელი: რიმანტას ვიკტორავიჩიუსი

პარტიზანი: კულკოვა, პივოვარნიკოვა, ჰავრანოვა (76’ სემანოვა), დიმიტრიევიჩი, ლემეშოვა, ბოჩინოვა (70’ მაზუროვა), გმიტეროვა, გალაროვიჩოვა, მიკოლაიოვა, ჰვიშჩოვა, კოვაჩევიჩი (46’ ტეიოვა)

სათადარიგო შემადგენლობა: მოჩნაცკა, ჰოვანცოვა, იაკოვიჩოვა, სტრონჩეკოვა

მთავარი მწვრთნელი: ლუბომირ ცეკანი

მსაჯები: ვესნა ბუდიმირი (ხორვატია), სანია როდიაკ კარშიჩი (ხორვატია), ქეთავან გაიპარაშვილი (საქართველო), ხათუნა მაისურაძე (საქართველო)

გაფრთხილება: 28’ მიკოლაიოვა, 90+1’ მურილიო

გოლები: 1:0 კოულმანი (22), 2:0 ალეკპეროვა (23), 3:0 ჩუბრილო (37), 4:0 კოულმანი (89)