სიახლეები

ქალთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი თბილისში

ქალთა ფეხბურთი
გაუზიარე

თბილისი დღეიდან ქალთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს უმასპინძლებს. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონსა და დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე ოთხი ქვეყნის წარმომადგენლები იასპარეზებენ. საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს, ქვეყნის ჩემპიონი "მართვე", ლიტვურ "გინტრას", სლოვაკურ "პარტიზანს" და თურქულ "კონაკ ბელედიესპორს" დაუპირისპირდება. საქართველოს ქალთა კლუბი ევროტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე შვიდწლიანი პაუზის შემდეგ პირველად ითამაშებს. ქუთაისის "მართვემ" მატჩის წინა ბოლო ვარჯიში მესხის სახელობის სტადიონზე გამართა. ვარჯიშს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი დაესწრო და ქვეყნის ჩემპიონს წარმატება უსურვა. 

ქალთა ჩემპიონთა ლიგის ძირითად ეტაპზე ასპარეზობის უფლებას ათ საკვალიფიკაციო ჯგუფში გამარჯვებული კლუბები და ერთი საუკეთესო მეორე ადგილოსანი მოიპოვებენ. 

22 აგვისტო

17:00 ქონაკ ბელედიესპორი - მართვე (მიხეილ მესხი 2) 

19:00 გინტრა - პარტიზანი (დავით პეტრიაშვილი არენა) 

25 აგვისტო 

17:00 გინტრა - მართვე (მიხეილ მესხი 2) 

19:00 პარტიზანი - ქონაკ ბელედიესპორი (დავით პეტრიაშვილი არენა) 

28 აგვისტო 

17:00 ქონაკ ბელედიესპორი - გინტრა (დავით პეტრიაშვილი არენა) 

17:00 მართვე - პარტიზანი (მიხეილ მესხი 2) 

მატჩებზე დასწრება თავისუფალია