საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა კიევში მიმდინარე ვიქტორ ბანიკოვის სახელობის ტურნირის ფინალში ისრაელს 4:1 მოუგო და ზედიზედ მეორედ მოიპოვა თასი!
გიორგი ნემსაძის გუნდმა კიევში გამართული ოთხივე მატჩი მაღალ დონეზე ჩაატარეს და მიყოლებით დაამარცხეს ბელარუსი (4:0), უკრაინა (3:2), ესტონეთი (2:1) და ახლა უკვე ისრაელიც.
ჩვენი გუნდიდან გოლებით ზურაბ დავითაშვილი (ორჯერ), გიორგი შალიკაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია გამოირჩნენ. ისრაელმა მხოლოდ ერთი ბურთის გაქვითვა შეძლო მეორე ტაიმში.
გიორგი ნემსაძემ ფინალში ასეთი შემადგენლობა ათამაშა: ხარშილაძე, გელაშვილი, მექვაბიშვილი, ნონიკაშვილი, ჩოთალიშვილი, შალიკაშვილი (77' ლორთქიფანიძე), აზაროვი, კაპანაძე, დავითაშვილი (80' ჯანგველაძე), გულიაშვილი (64' ჩარკვიანი), კვარაცხელია.
გაუზიარე