სიახლეები

საქართველო - ირლანდია, ონლაინ-რეჟიმში ბილეთების გაყიდვა დაიწყო

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

2018 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის, საქართველო - ირლანდია, ბილეთების გაყიდვა ონლაინ რეჟიმში 19 აგვისტოდან დაიწყო.

გულშემატკივარს შეხვედრის ბილეთების შეძენა ინტერნეტის საშუალებით, ბმულზე www.tkt.ge/football შეუძლია. ბილეთის ფასი 5, 10, 15 და 25 ლარია.

საქართველო - ირლანდიის მატჩის ბილეთების ფიზიკური გაყიდვა „დინამო არენას“ სალაროებში, მოგვიანებით, 26 აგვისტოდან დაიწყება.

საქართველოსა და ირლანდიის დაპირისპირება 2 სექტემბერს, 20:00 საათზე, „დინამო არენაზე“ გაიმართება.