სიახლეები

საქართველომ გამარჯვებით დაიწყო!

გაუზიარე

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ვიქტორ ბანიკოვის ტურნირი მოგებით დაიწყო. გიორგი ნემსაძის შეგირდებმა პირველ ტურში 4:0 დაამარცხეს ბელარუსი.

საქართველოს ნაკრებში გოლებით ხვიჩა კვარაცხელია (მე-4 წუთი), ზურაბ დავითაშვილი (26), შოთა ნონიკაშვილი (46) და ცოტნე ჩოთალიშვილი (68) გამოირჩნენ.

ჩვენმა გუნდმა ასეთი შემადგენლობით ითამაშა: ხარშილაძე, კაპანაძე (თუდები 41), გელაშვილი (ბაქრაძე 70), ნონიკაშვილი (ჭავჭანიძე 57), აზაროვი (ჩარკვიანი 55), კვარაცხელია (ბენდიანიშვილი 61), ჩოთალიშვილი, გულიაშვილი (ჯანგველაძე 41), დავითაშვილი (ლომთაძე 61), მექვაბიშვილი, შალიკაშვილი (ლორთქიფანიძე 55).

ტურნირის მომდევნო მატჩს საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ხვალ ჩაატარებს მასპინძელ უკრაინასთან, რომელმაც პირველ ტურში ესტონეთი 3:1 დაამარცხა.

რაც შეეხება ბ ჯგუფს: სლოვაკეთმა 2:1 სძლია ლატვიას, ხოლო სლოვენიამ 4:1 მოუგო ისრაელს.