11 აგვისტოს, 11:00 საათზე, სასტუმრო ჰუალინგში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 27-ე ყრილობა გაიმართება. ყრილობას ფიფას განვითარების პროგრამების კოორდინატორი (ევროპა) ოლივერ იუნგი და უეფას, ეროვნული ასოციაციების დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელი ევა პასკიე დაესწრებიან.
მედიის საყურადღებოდ: მედიის წარმომადგენელთა რეგისტრაცია 10:00 საათიდან დაიწყება. მედია-ორგანიზაციებს ვთხოვთ, 10 აგვისტოს ჩათვლით წერილობით გამოაგზავნონ იმ ჟურნალისტების სია, ვინც 11 აგვისტოს ყრილობაზე იმუშავებენ, ელექტრონულ მისამართზე [email protected]
სფფ
გაუზიარე