სიახლეები

ლიგა 3-ში პირველი ეტაპი დასრულდა

გაუზიარე

24 ივლისს, ლიგა 3-ში პირველი ეტაპის ბოლო, მეთვრამეეტე ტურის მატჩები გაიმართა.

წითელ ჯგუფში „ოდიში 1919“-მა ხობის „კოლხეთი“ დაამარცხა ანგარიშით 2:1. ჯგუფის ლიდერმა, „ჭიათურამ“ 3:1 აჯობა „სამეგრელოს“. ამავე ანგარიშით „ბეთლემმა“ „იმერეთს“ მოუგო. „სქური“ – „საპოვნელა“ და „მარგვეთი 2006“ – „სულორი“ კი, გატანილი გოლების გარეშე - 0:0 დასრულდა.

რაც შეეხება თეთრი ჯგუფის მატჩებს. „გარდაბანმა“ „მარკ სტარსი“ მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა. „ფკ გორმა“ „ალგეთს“ მოუგო ანგარიშით 2:0. „ბორჯომისა“ და „ლიახვის“ დაპირისპირება, ბორჯომელთა გამარჯვებით 3:1 დასრულდა. საკუთარი შეხვედრა მოიგო „ნორჩმა დინამომაც“, თბილისელებმა სტუმრად „ჩხერიმელას“ აჯობეს - 4:2. ლიდერთა დაპირისპირებაში „შევარდენი 1906“-მა იმარჯვა. დედაქალაქურმა კლუბმა უშუალო კონკურენტ „თელავს“ ანგარიშით 2:0 მოუგო.

დღევანდელი შეხვედრების შემდეგ გუნდები ორ - ზედა და ქვედა ჯგუფებად გაიყვნენ. ზედა ჯგუფის გუნდები: ჭიათურა, იმერეთი, კოლხეთი ხობი, ბეთლემი, სამეგრელო, შევარდენი 1906, თელავი, ნორჩი დინამო, მარკ სტარსი და გარდაბანი ეროვნულ ლიგა 2-ში გადასასვლელად იბრძოლებენ. ქვედა ჯგუფის გუნდები: სულორი, მარგვეთი 20
06, სქური, ოდიში 1919, საპოვნელა, ფკ გორი, ბორჯომი, ალგეთი, ჩხერიმელა და ლიახვი კი, ლიგა 3-ში ადგილის შესანარჩუნებლად.

ეროვნული ლიგა 2-ის საგზურს ზედა ჯგუფის პირველადგილოსანი გუნდი ავტომატურად მოიპოვებს. მეორე-მესამე ადგილებზე  გასული გუნდები კი, ორმატჩიან პლეი-ოფში ეროვნული ლიგა 2-ის მერვე-მეცხრე ადგილებზე გასულ გუნდებს დაუპირისპირდებიან.

რაც შეეხება გასავარდნ ზონას, ლიგა 3-ის ქვედა ჯგუფის მეხუთე-მეექვსე ადგილებზე გასული გუნდები რეგიონული ლიგის წარმომადგენლებთან ერთმატჩიან პლეი-ოფში შეეცდებიან ლიგაში ადგილის შენარჩუნებას. ბოლო ოთხი გუნდი კი, რეგიონულ ლიგაში დაქვეითდება.

მეორე ეტაპზე გუნდებს პირველი ეტაპიდან მხოლოდ ოთხ თანაჯგუფელთან მოპოვებული ქულები და ყველა სხვა მაჩვენებელი გადაჰყვებათ. გთავაზობთ ზედა და ქვედა ჯგუფების ცხრილებს:

ზედა ჯგუფი

#     გგ გმ +/-
1 შევარდენი   8 5 2 1 13 8 5 17
2 ნ. დინამო   8 4 3 1 13 10 3 15
3 ჭიათურა   8 4 2 2 8 4 4 14
4 თელავი   8 3 2 3 15 12 3 11
5 იმერეთი   8 3 2 3 6 7 -1 11
6 კოლხეთი ხ   8 2 4 2 5 6 -1 10
7 ბეთლემი   8 2 3 3 9 11 -2 9
8 სამეგრელო   8 1 5 2 9 9 0 8
9 გარდაბანი   8 1 3 4 8 12 -4 6
10 მარკ სტარსი   8 1 2 5 12 19 -7 5

ქვედა ჯგუფი

#     გგ გმ +/-
1 სულორი   8 6 1 1 10 2 8 19
2 გორი   8 4 4 0 15 4 11 16
3 მარგვეთი   8 4 2 2 11 7 4 14
4 ბორჯომი   8 4 2 2 10 8 2 14
5 ალგეთი   8 3 2 3 12 9 3 11
6 სქური   8 3 2 3 8 10 -2 11
7 ჩხერიმელა   8 2 3 3 5 10 -5 9
8 ოდიში   8 2 2 4 5 9 -4 8
9 ლიახვი   8 1 1 6 7 18 -11 4
10 საპოვნელა   8 0 3 5 4 10 -6 3


ლიგა 3-ში მეორე ეტაპი სექტემბერში დაიწყება.