საქართველოში მიმდინარე უეფას 19-წლამდე საფეხბურთო ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატზე 15 ივლისს ფინალური შეხვედრა გაიმართება. ევროპირველობის გადამწყვეტ შეხვედრას, რომელშიც ერთმანეთს პორტუგალიისა და ინგლისის ნაკრები გუნდები დაუპირისპირდებიან, გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს და 20:00 საათზე დაიწყება.
ფინალზე დასასწრები ბილეთები TKT.ge-ზე იყიდება, მატჩის დღეს კი, ბილეთების შეძენა სტადიონის სალაროებში შეგიძლიათ.
ფინალის მონაწილე ორივე გუნდის მთავარი მწვრთნელი კაპიტნებთან ერთად 14 ივლისს 13:30 საათზე სასტუმრო „ჰუალინგში“ პრესკონფერენციას გამართავს.
სფფ
გაუზიარე