სიახლეები

U19 - ევრო 2017-ის ფინალის ბილეთების ონლაინ გაყიდვა დაიწყო

სფფ
გაუზიარე

უეფას 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ფინალის ბილეთების ონლაინ გაყიდვა დღეს, 13 ივლისს დაიწყო. გულშემატკივარს ბილეთების შეძენა ინტერნეტის საშუალებით, შემდეგ ბმულზე შეუძლია. ბილეთების ფიზიკური გაყიდვა სტადიონის სალაროებში მატჩის დღეს იგეგმება.

მატჩზე დასასწრები ბილეთის ფასი 2 ლარია. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შეხვედრაზე დასასწრებად ბილეთი ესაჭიროება ყველა გულშემატკივარს.
 
15 ივლისს ევროპის ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს პორტუგალიისა და ინგლისის 19-წლამდე ნაკრები გუნდები შეხვდებიან. თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ფინალური მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.