სიახლეები

ფუტსალის ევრო 2018-ის პლეი-ოფში საქართველო რუმინეთს დაუპირისპირდება

ფუტსალი
გაუზიარე

6 ივლისს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში ფუტსალის 2018 წლის ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის წილისყრა გაიმართა. 

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები რუმინეთს შეხვდება. ორრაუნდიანი დაპირისპირება 2017 წლის სექტემბერში გაიმართება. გამარჯვებული ნაკრები კი ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

ევროპის საუკეთესო 12 ნაკრებს 2018 წლის იანვარ-თებერვალში სლოვენიის ქალაქი ლუბლიანა უმასპინძლებს.