5 ივლისს, საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ევრო 2017-ის მეორე შეხვედრაში შვედეთის 19-წლამდე ნაკრებს დაუპირისპირდა.
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული შეხვედრა ქართველი ფეხბურთელების უპირატესობით წარიმართა და მათი გამარჯვებით 2:1 დასრულდა. ანგარიში მე-3 წუთზე გაიხსნა - მეტოქე გუნდის მცველების შეცდომით გიორგი კოხრეიძემ ისარგებლა და ეფექტური დარტყმით საკუთარი გუნდი დააწინაურა. შეხვედრა ჩვენი გუნდის შეტევებით გაგრძელდა და 31-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძემ შვედებს მეორე გოლი გაუტანა. ქართველმა შემტევმა გიორგი კუციას წამოწყებული კონტრიერიში ტექნიკური დარტყმით დაასრულა. პირველი ნახევრის დარჩენილ დროში საქართველოს 19-წლამდე ნაკრებს კიდევ ერთი გოლის გატანა შეეძლო, მაგრამ ერთი-ერთზე დარჩენილ გიორგი არაბიძეს მეკარემ აჯობა.
შვედებმა ერთადერთი გოლის გატანა მეორე ნახევრის სტარტზე მოახერხეს. 47-ე წუთზე გიორგი ჩოჩიშვილის კარი ვიქტორ გიოკერესმა აიღო. მატჩის დასრულებამდე სახიფათო მომენტები ორივე გუნდის კართან შეიქმნა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა და საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა და ნახევარფინალის საგზურისთვის ბრძოლას განაგრძობს. ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტი შეხვედრა საქართველოს ნაკრებისა და ჩეხეთის მონაწილეობით 8 ივლისს, მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარდება. მატჩი შაბათს, 20:00 საათზე დაიწყება. ჩვენი მომავალი მეტოქე დღეს პორტუგალიასთნ 1:2 დამარცხდა. ორი ტურის შემდეგ ჯგუფს 6 ქულით პორტუგალია ლიდერობს. საქართველო და ჩეხეთი 3-3 ქულით მეორე-მესამე ადგილებს ინაწილებენ. მეოთხე ადგილზე მყოფი შვედეთი კი ქულის გარეშეა.
ევროპის 19 წლამდე საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე ტური „ბ“ ჯგუფის მატჩებით 6 ივლისს დასრულდება. ინგლისი ჰოლანდიას დაუპირისპირდება. შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 17:30 საათზე დაიწყება. ჯგუფის მეორე შეხვედრა, გერმანიასა და ბულგარეთს შორის, გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე 20:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასასწრები ბილეთები TKT.ge-ზე და სტადიონის სალაროებში იყიდება.
საქართველო U19 2:1 შვედეთი U19
თბილისი, „მიხეილ მესხი“
საქართველო U19: ჩოჩიშვილი, მალი, კობოური, კუცია, კოხრეიძე, სამურკასოვი (88’ ხუბაშვილი), ჩაკვეტაძე (86’ არველაძე), ქოჩორაშვილი (70’ საღრიშვილი), არაბიძე, ლაკვეხელიანი
სათადარიგო შემადგენლობა: გუგეშაშვილი, კახიძე, კვანტალიანი, ჩოგაძე
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ყიფიანი
შვედეთი U19: მ. იოჰანსონი, ანდერსონი, კოლეი, კრალი, იშერვუდი, სვენსონი (80’ აჰმედოზიჩი), კ. იოჰანსონი (46’ ლიდბერგი), კრლსონი, იაჯიჩი, საბოვიჩი (32’ ადრიანი), გიოკერესი
სათადარიგო შემადგენლობა: ვ. იოჰანსონი, ვებერგი, ბერგქვისტი, კესაი
მთავარი მწვრთნელი: კლას ერიქსონი
მსაჯები: სრდიან იოვანოვიჩი (სერბეთი), სილვერ კოივი (ესტონეთი), იგორ ალოხინი (უკრაინა), სერგეი ლაპოჩკინი (რუსეთი)
გაფრთხილება: 23’ გიოკერესი, 28’ საბოვიჩი, 38’ ქოჩორაშვილი, 54’ ლიდბერგი, 64’ სამურკასოვი, 65’ კრალი, 74’ ლაკვეხელიანი, 90’ არველაძე
გოლები: 1:0 კოხრეიძე (3), 2:0 ჩაკვეტაძე (31), 2:1 გიოკერესი (47)
ჩეხეთი U19 1:2 პორტუგალია U19
თბილისი, „დავით პეტრიაშვილი“
ჩეხეთი U19: იედლიჩკა, ჩალუში, ჰოლიკი, ტიშლერი, სადილეკი, კრალი, ჰრაველკა, ჩვეია, გრანეჩნი, გრაიციარი (80’ ტურინა), ჰლავატი (62’ შაშინკა)
სათადარიგო შემადგენლობა: პლაჩი, მარეჩეკი, ლინგრი, ნოვოტნი, ფრანტიშეკი
მთავარი მწვრთნელი: იან სუხოპარეკი
პორტუგალია U19: დიოგო კოშტა, დალოტი, დ. კეიროში, კონტე, პირესი, ფილიპე (69’ ლეაო), მესაკე (90’ ბრუნო პასი), რუი პედრო, ჟ. კეიროში, მიგელ ლუისი, კინა (78’ ფლორენტინო)
სათადარიგო შემადგენლობა: ლეიტე ფიგეირა, ლეიტე, კეტა
მთავარი მწვრთნელი: ელიო სოუსა
მასჯები: ალი პალაბიუკი (თურქეთი), დანიელ და კოსტა (ლუქსემბურგი), იური ხომჩენკო (ბელარუსი), გიორგი ყრუაშვილი (საქართველო)
გაფრთიხლება: 63’ დ. კეიროში, 74’ ჰაველკა, 76’ გრანეჩნი
გოლები: 0:1 მესაკე (35), 1:1 გრაიციარი (40), 1:2 რუი პედრო (74)