სიახლეები

უეფას 19-წლამდე ჩემპიონატის მეორე დღე

გაუზიარე

3 ივლისს, უეფას 19-წლამდე ჩემპიონატზეჯგუფის პირველი შეხვედრები გაიმართა.

თბილისში, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე ერთმანეთს გერმანიისა და ჰოლანდიის 19-წლამდე ნაკრები გუნდები დაუპირისპირდნენ. მატჩის დაწყებამდე სტადიონის გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, რომელშიც სფფ-ის პრეზიდენტთან, გენერალურ მდივანთან და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრთან ერთად საქართველოში სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოსულმა უეფას გენერალურმა მდივანმა თეოდორ თეოდორიდისმა და უეფას ეროვნული ასოციაციების ხელმძღვანელმა ზორან ლაკოვიჩმა მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიებას უეფას წევრი სხვა ასოციაციების ხელმძღვანელები დაესწრნენ.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, ის ჰოლანდიელთა უპირატესობით წარიმართა და მათი დამაჯერებელი გამარჯვებით 4:1 დასრულდა. ჰეთ-ტრიკი ჯოელ პიროეს ანგარიშზეა, ერთი გოლი კი ჯეი-როი გროტმა გაიტანა. გერმანელთა მხრიდან ერთადერთი გოლის ავტორი აიმენ ბარკოკი გახდა.

გერმანია
U19 1:4 ჰოლანდია U19

თბილისი, „დავით პეტრიაშვილი“

გერმანია
U19: ბანსენი, ბუსამი (82’ ბაკუ), გული, ჩაბოტი, გეგერი, ბარკოკი, ფრიდე, ამენიდო, ჰაკი (75’ რაუმი), საგლამი (76’ ვარშევსკი), კოჰლერტი

სათადარიგო შემადგენლობა: შუბერტი, ფრანკე, გიოცე, ავოუჯა

მთვარი მწვრთნელი: ფრენკ კრამერი

ჰოლანდია
U19: ბილოუ, დეკერი, ობისპო, კაროლინა, დე ვიტი, კოპმეინარსი, პიროე, კადიოღლუ (85’ გროტი), დილროსუნი (90’ კონგოლო), ბაკბორდი, ნუნელი (80’ ლანგი)

სათადარიგო შემადგენლობა: პაესი, ზვარტიენსი, ლონვიიკი, კემპერი

მთავარი მწვრთნელი: მაარტენ სტეკელენბურგი

მსაჯები: მადს-კრისტოფერ კრისტოფერსენი (დანია), იური ხომჩენკო (ბელარუსი), დანიელ და კოსტა (ლუქსემბურგი), სრდიან იოვანოვიჩი (სერბეთი)

გოლები: 1:0 ბარკოკი (46), 1:1 პიროე (49), 1:2 პიროე (65), 1:3 პიროე (79), 1:4 გროტი (90)

„ბ“ ჯგუფის მეორე შეხვედრაში ინგლისის 19-წლამდე ნაკრები ბულგარეთის 19-წლამდე ნაკრებს დაუპირისპირდა და ანგარიშით 2:0 იმარჯვა. ანგარიში პირველ წუთზე მოუნთმა გახსნა. 48-ეზე კი, საბოლოო ანგარიში სესენიონმა დააფიქსირა. გოლის გატანის რამდენიმე რეალური შანსი ბულგარელებსაც ჰქონდათ, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში მათ ფეხბურთელებს სიზუსტე არ ჰყოფნიდათ.

ბულგარეთი
U19 0:2 ინგლისი U19

თბილისი, „მიხეილ მესხი 2“

ბულგარეთი
U19: შეიტანოვი, ა. ჰრისტოვი, დობრევი (76’ კლიმენტოვი), ლიასკოვი, გენჩევი, ნაიდენოვი, იორდანოვი (54’ იანევი), კოვაჩევი (54’ ივანოვი), პ. ჰრისტოვი, კრასტევი, ტილევი

სათადარიგო შემადგენლობა: დიმიტროვი, სტამატოვი

მთავარი მწვრთნელი: ანგელ სტოიკოვი

ინგლისი
U19: რემსდეილი, სტერლინგი, ჯეი და სილვა, იდანი, ჩალობა, სულიმანი, დოზელი, ბრერეტონი (78’ ნმეჩა), მაუნთი, სესენიონი (75’ ბაკლი-რიკეტსი), ედვარდსი (83’ მედოქსი)

სათადარიგო შემადგენლობა: ტროტი, და სილვა, ჯონსონი, ჯეიმსი

მთავარი მწვრთნელი: კიტ დაუნინგი

მსაჯები: ოლა ჰობერ ნილსენი (ნორვეგია), იგორ ალოხინი (უკრაინა), ბალაჟ ბუზასი (უნგრეთი), გიორგი ყრუაშვილი (საქართველო)

პირველი
სათამაშო დღის შემდეგჯგუფს 3-3 ქულით ჰოლანდია და ინგლისი ლიდერობენ. მესამე-მეოთხე ადგილებზე კი, შესაბამისად ბულგარეთი და გერმანია არიან.

4
ივლისი უეფას 19-წლამდე ჩემპიონატზე დასვენების დღეა და ტურნირი 5 ივლისსჯგუფის მატჩებით განახლდება. 17 საათსა და 30 წუთზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს 19-წლამდე ნაკრები შვედეთის 19-წლამდე ნაკრებს შეხვდება. 20:00 საათზე კი დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე ჩეხეთი პორტუგალიას დაუპირისპირდება.