საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აგრძელებს მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის სასწავლო კურსს. სწავლება ივლისის ბოლოს დაიწყება. მსურველებმა განაცხადი და თანდართული დოკუმენტაცია უნდა წარადგინონ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში, რათა გახდნენ მომდევნო სასწავლო კურსის მონაწილეები.
ლიცენზირების მსურველებმა სფფ-ის შესაბამის განყოფილებაში უნდა წარადგინოთ შემდეგი საბუთები:
1) პირადი განცხადება
2) CV
3) 2 ფოტოსურათი (3/4)
4) ცნობა ჯანმრთელობის შესახებ
5) ცნობა პოლიციიდან ნასამართლეობის შესახებ
6) ცნობა ნარკოლოგიურიდან
7) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
სასწავლო კურსის ღირებულება 400 ლარია.
დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ მწვრთნელთა ლიცენზირების მენეჯერს - ეკა ნადირაშვილს 291 26 70; 291 37 33 და 595 12 12 19.
![](https://gff.ge/sites/default/files/styles/article_full_thumb/public/da672fbeb38940eab0bc3622e5b58f5b.jpg?itok=Hxtulnv0)
გაუზიარე