სიახლეები

19-წლამდე ნაკრები ევრო 2017-ისთვის მზადებას განაგრძობს

გაუზიარე

28 ივნისს, საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ევრო 2017-ისთვის მზადების პროცესში ტექნიკურ ცენტ „ბასაზე“ მორიგი ვარჯიში გამართა. საწვრთნელი პროცესის საწყისი 15 წუთი მედიის წარმომადგენელთათვის ღია იყო. ნაკრებში გამოძახებული ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და მოახლოვებული ევროპირველობისთვის სრული დატვირთვით ემზადება. ამ დროისთვის მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში 23 ფეხბურთელია. 

ვარჯიშამდე 19-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ყიფიანმა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტთა შეკითხვებს უპასუხა. 

გიორგი ყიფიანი: „მეხუთე დღეა შეკრებაზე ვართ. ყველა ფეხბურთელი რომელიც ამჟამად გუნდშია, სრული კონცენტრაციითა და დატვირთვით ვარჯიშობს. ევროპის ჩემპიონატამდე ეს ჩვენი ბოლო შეკრებაა, აქედან გამომდინარე, მწვრთნელები და ფეხბურთელები მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ პირველ თამაშს, რომელიც გორში 2 ივლისს ჩატარდება, სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ.“

დღევანდელ ვარჯიშს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, ტარიელ ხეჩიკაშვილი დაესწრო.

საქართველოს 19-წლამდე ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა:

მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი („იაგელონია“, პოლონეთი), გიორგი ჩოჩიშვილი („შევარდენი 1906“, თბილისი);

მცველები: დავით კობოური („დინამო“, თბილისი), ნიკა მალი („საბურთალო“, თბილისი), ლუკა ლოჩოშვილი („დინამო“, თბილისი), ლუკა ლაკვეხელიანი („საბურთალო“, თბილისი), თომა ხუბაშვილი („საბურთალო“, თბილისი), ლუკა ქაფიანიძე („დინამო“, თბილისი), შალვა ბურჯანაძე („ტორპედო“, ქუთაისი), გიორგი ჯინჯოლავა („საბურთალო“, თბილისი), ალექსანდრე კახიძე („ინტერ-მოსკოვი“, რუსეთი);

ნახევარმცველები: გიორგი კუცია („დინამო“, თბილისი), დავით სამურკასოვი („ლოკომოტივი“, თბილისი), გიორგი ჩაკვეტაძე („დინამო“, თბილისი), ლუკა ფოჩხუა („შევარდენი 1906“, თბილისი), გიორგი ქოჩორაშვილი („საბურთალო“, თბილისი), ირაკლი ბუღრიძე („ლოკომოტივი“, თბილისი), თემურ ჩოგაძე („საბურთალო“, თბილისი), ნიკა კვანტალიანი („დინამო“, ბათუმი);

თავდამსხმელები: გიორგი კოხრეიძე („საბურთალო“, თბილისი), ვატო არველაძე („ლოკომოტივი“, თბილისი), გიორგი არაბიძე („შახტარი“, დონეცკი, უკრაინა), გაბრიელ საღრიშვილი („ტორპედო“, ქუთაისი)