სიახლეები

19-წლამდე ნაკრების ღია ვარჯიში და მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია

გაუზიარე

საქართველოს 19-წლამდე საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ყიფიანი 28 ივნისს 17:30 საათზე პრესკონფერენციას გამართავს.საუბრის მთავარი თემა საქართველოში დაგეგმილი ევროპის 19-წლამდე საფეხბურთო ჩემპიონატი იქნება. 18.30 საათზე ჩვენი გუნდი ღია ვარჯიშს ჩაატარებს. 19-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია და ასაკობრივი გუნდის ვარჯიში ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" შედგება.