27 ივნისს, გივი ჩოხელის 80 წლის იუბილესადმი თელავში გამართულ ღონისძიებას უეფას ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატის ელჩი, ზურა ხიზანიშვილი სფფ-ის ხელმძღვანელებთან ერთად, ჩემპიონატის თასით შეუერთდა.
ამავე დღეს თელავის გივი ჩოხელის სახელობის სტადიონმა 15-წლამდე ფეხბურთელთა შორის კახეთის თასის ფინალს უმასპინძლა. ერთმანეთს თელავისა და ყვარელის გუნდები დაუპირისპირდნენ. მატჩის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა, პენალტები კი, უკეთ ყვარლელებმა შეასრულეს და გივი ჩოხელის სახელობის თასის მფლობელები გახდნენ. გამარჯვებული გუნდი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა, პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ და უეფას 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ელჩმა, ზურა ხიზანიშვილმა დააჯილდოვეს.
დაჯილდოვების ცერემონიის შემდეგ გივი ჩოხელის სტადიონზე ქართველი ვეტერანების ამხანაგური შეხვედრა გაიმართა. თელავში მიმდინარე საზეიმო ღონისძიებები კი, სახელმწიფო თეატრში საფეხბურთო თემატიკაზე მიძღვნილი გამოფენით დასრულდა.
სფფ
გაუზიარე