სიახლეები

სფმ - ბოლო სემინარი ჩატარდა

სფფ
გაუზიარე

საფეხბურთო ღონისძიებების ორგანიზება, სტადიონები და უსაფრთხოება, მედია და საზოგადოებასთან ურთიერთობა - სწორედ ეს  ამ თემებზე ჩატარდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პროექტის „სერტიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში“ ბოლო - მეოთხე სემინარი.

მსმენელებს სასტუმრო „მოხალისემ“ უმასპინძლა. სემინარი სამი დღის განმავლობაში ჩატარდა, რომელზეც კურსის მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს საფეხბურთო ღონისძიების ორგანიზების საკითხები, ისაუბრეს უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვის შესახებ. ლექტორებმა სტადიონების ინფრასტრუქტურულ დებულებებზეც გაამახვილეს ყურადღება და მსმენელებს სპორტული პროცედურების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. სემინარის მესამე დღეს საზოგადოებასთან ურთიერთობის  აქტუალური თემები იქნა განხილული, მათ შორის რეპუტაციის რისკის მართვა და მედიასთან ურთიერთობის საკითხები. 

მეოთხე მოდული როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სწავლებას ითვალისწინებდა. პროგრამის მსმენელებმა ჯგუფურ სამუშაოებში მიიღეს მონაწილეობა და შესაბამისი პრეზენტაციები წარმოადგინეს. ამჟამად სწავლება დისტანციურად მიმდინარეობს, კერძოდ, სპეციალურად შემქნილ ონლაინ-პლატფორმაზე, სადაც სტუდენტები, შესწავლილი მასალის შესაბამისად, სხვადასხვა ტიპის დავალებას იღებენ. 

ივლისის თვის ბოლოს მონაწილეები, გამოცდის წარმატებულად ჩაბარების შემთხვევაში შესაბამის სერტიფიკატს მიიღებენ. შეგახსენებთ, რომ პირველად, უეფას პროგრამის ანალოგი პროექტი „სერტიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში“ ჩვენს ქვეყანაში ქართულ ენაზე ტარდება და მასში საფეხბურთო სფეროს 30 წარმომადგენელი მონაწილეობს.